,,სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ დებულების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 26 ოქტომბრის №609 ბრძანებულებაში დამატების შეტანის შესახებ“

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
დოკუმენტის ნომერი
67
მიმღები ორგანო
საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი
2009-02-23
გამოქვეყნების თარიღი
2009-02-25
სარეგისტრაციო კოდი
120.340.000.08.
,,სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ დებულების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 26 ოქტომბრის №609 ბრძანებულებაში დამატების შეტანის შესახებ“

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №67

2009 წლის 23 თებერვალი

ქ. თბილისი

 ,,სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ დებულების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 26 ოქტომბრის №609 ბრძანებულებაში დამატების შეტანის შესახებ

1. ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, ,,სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ დებულების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 26 ოქტომბრის №609 ბრძანებულებით (სსმ III, 1998 წ., №3, მუხ. 73) დამტკიცებულ სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ დებულებაში შეტანილ იქნეს დამატება და დებულების I თავს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 პუნქტი:

,,4. საქართველოს თავდაცვის სამინისტროში სხვა უწყების სამხედრო მოსამსახურის მიერ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების, მისი სასურსათო კმაყოფაზე აყვანის/მოხსნის, სანივთე ქონებით და სხვა საშუალებებით უზრუნველყოფის საკითხები განისაზღვრება საქართველოს თავდაცვის მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.“.

2. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

მ. სააკაშვილი

 

კრებსითი — სრული ვერსია