„ელექტროენერგეტიკის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების სექტორში რეგულირების საფასურის გაანგარიშების და გადახდის წესების დამტკიცების შესახებ" საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 18 სექტემბრის №24 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
24
მიმღები ორგანო
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია
მიღების თარიღი
2010-10-13
გამოქვეყნების თარიღი
2010-10-19
სარეგისტრაციო კოდი
300280000.16.009.016004
„ელექტროენერგეტიკის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების სექტორში რეგულირების საფასურის გაანგარიშების და გადახდის წესების დამტკიცების შესახებ" საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 18 სექტემბრის №24 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის

დადგენილება №24

2010 წლის 13 ოქტომბერი

ქ. ქუთაისი

„ელექტროენერგეტიკის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების სექტორში რეგულირების საფასურის გაანგარიშების და გადახდის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 18 სექტემბრის №24 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვადგენთ:

    მუხლი 1

„ელექტროენერგეტიკის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების სექტორში რეგულირების საფასურის გაანგარიშების და გადახდის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 18 სექტემბრის №24 დადგენილებაში (სსმ III, 2008 წლის 22 სექტემბერი, №140, მუხ. 1384) შეტანილ იქნეს შემდეგი სახის ცვლილებები:

1. დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-4 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. რეგულირების საფასურის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს კალენდარული წლის განმავლობაში შესაბამისი რეგულირებადი საქმიანობიდან მიღებული მთლიანი ღირებულების (დღგ-ის გარეშე) 0,75 პროცენტს;“.

2. დადგენილების დანართი №1-ის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ელექტროენერგეტიკის, ბუნებრივი გაზის და წყალმომარაგების სექტორის ლიცენზიანტების, მიმწოდებლების, იმპორტიორების, მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურებისა და ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციული ოპერატორის (ესკოს) მიერ გადასახდელი რეგულირების საფასურის კოეფიციენტები:

 

ელექტროენერგეტიკული სექტორი:

წარმოების ლიცენზიანტი

0.005

გადაცემის ლიცენზიანტი

0.005

დისპეტჩერიზაციის ლიცენზიანტი

0.005

განაწილების ლიცენზიანტი

0.004

იმპორტიორი

0.005

ექსპორტიორი

0.005

ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციული ოპერატორი

0.005

მცირე სიმძლავრის ელექტროსადგური

0.005

ბუნებრივი გაზის სექტორი:

მიმწოდებელი

0.005

ტრანსპორტირების ლიცენზიანტი

0.005

განაწილების ლიცენზიანტი

0.005

წყალმომარაგების სექტორი:

მიმწოდებელი

0.005

“.

    მუხლი 2

ეს დადგენილება ძალაში შედის გამოქვეყნებისთანავე.

თავმჯდომარე     გ. ჩალაგაშვილი

კრებსითი — სრული ვერსია