საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №64
2009 წლის 20 თებერვალი
ქ. თბილისი
,,სახელმწიფო გეოდეზიურ-კარტოგრაფიული ფონდის შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2000 წლის 28 ივნისის №277 ბრძანებულების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ
1. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,სახელმწიფო გეოდეზიურ-კარტოგრაფიული ფონდის შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2000 წლის 28 ივნისის №277 ბრძანებულება.
2. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
მ. სააკაშვილი