,,მოსამსახურეთათვის სამსახურებრივი მივლინების ხარჯების ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 20 აპრილის №231 ბრძანებულებაში დამატების შეტანის თაობაზე“

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
დოკუმენტის ნომერი
57
მიმღები ორგანო
საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი
2009-02-13
გამოქვეყნების თარიღი
2009-02-16
სარეგისტრაციო კოდი
010.340.000.08
,,მოსამსახურეთათვის სამსახურებრივი მივლინების ხარჯების ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 20 აპრილის №231 ბრძანებულებაში დამატების შეტანის თაობაზე“

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №57

2009 წლის 13 თებერვალი

ქ. თბილისი

,,მოსამსახურეთათვის სამსახურებრივი მივლინების ხარჯების ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 20 აპრილის №231 ბრძანებულებაში დამატების შეტანის თაობაზე

1. ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, ,,მოსამსახურეთათვის სამსახურებრივი მივლინების ხარჯების ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 20 აპრილის № 231 ბრძანებულებით (სსმ III, 2005 წ., №48, მუხ. 488) დამტკიცებული წესის 31 და 32 პუნქტებში სიტყვები: ,,გარდა პრემიერ-მინისტრისა და საგარეო საქმეთა მინისტრისა“ შეიცვალოს სიტყვებით: ,,გარდა პრემიერ-მინისტრისა, ვიცე-პრემიერებისა და საგარეო საქმეთა მინისტრისა“ და 31 და 32 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,31. საქართველოს მთავრობის წევრი (გარდა პრემიერ-მინისტრისა, ვიცე-პრემიერებისა და საგარეო საქმეთა მინისტრისა) ქვეყნის ფარგლებს გარეთ გამგზავრებასთან დაკავშირებით წინასწარ წერილობითი ფორმით მიმართავს საქართველოს პრეზიდენტს. მიმართვაში უნდა აღინიშნოს ვიზიტის მიზანი და ხანგრძლივობა.

32. საქართველოს მთავრობის წევრი (გარდა პრემიერ-მინისტრისა, ვიცე-პრემიერებისა და საგარეო საქმეთა მინისტრისა) ქვეყნის ფარგლებს გარეთ მიემგზავრება საქართველოს პრეზიდენტის წინასწარი თანხმობით.“.

2. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

მ. სააკაშვილი

კრებსითი — სრული ვერსია