,,ჩვილ ბავშვთა კვების პროდუქტების წარმოება-დაფასოებისა და ბავშვთა კვების პროდუქტების წარმოება-დაფასოების ლიცენზიების გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე”

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
165
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2005-09-23
გამოქვეყნების თარიღი
2006-05-31
სარეგისტრაციო კოდი
470.140.000.10.003.000.299
,,ჩვილ ბავშვთა კვების პროდუქტების წარმოება-დაფასოებისა და ბავშვთა კვების პროდუქტების წარმოება-დაფასოების ლიცენზიების გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე”

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №165

2005 წლის 23 სექტემბერი

ქ. თბილისი

ჩვილ ბავშვთა კვების პროდუქტების წარმოება-დაფასოებისა და ბავშვთა კვების პროდუქტების წარმოება-დაფასოების ლიცენზიების გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე

1. „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-40 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, დამტკიცდეს „ჩვილ ბავშვთა კვების პროდუქტების წარმოებადა-ფასოებისა და ბავშვთა კვების პროდუქტების წარმოება-დაფასოების ლიცენზიების გაცემის წესისა და პირობების შესახებ“ თანდართული დებულება.

2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი  ზ. ნოღაიდელი

შეტანილი ცვლილებები:

1. საქართველოს მთავრობის 2006 წლის 18 იანვრის დადგენილება №10 - სსმ III, №8, 23.01.2006 წ., მუხ.65

2. საქართველოს მთავრობის 2006 წლის 31 მაისის დადგენილება №102 - სსმ III, №73, 01.06.2006 წ., მუხ.913

დ ე ბ უ ლ ე ბ ა

ჩვილ ბავშვთა კვების პროდუქტების წარმოება-დაფასოებისა და ბავშვთა კვების პროდუქტების წარმოება-დაფასოების ლიცენზიების გაცემის წესისა და პირობების შესახებ

    მუხლი 1. დებულების მიზანი და რეგულირების სფერო

ეს დებულება შემუშავებულია „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, რომელიც არეგულირებს ჩვილ ბავშვთა კვების პროდუქტების წარმოება- დაფასოებისა და ბავშვთა კვების პროდუქტების წარმოება-დაფასოების ლიცენზიების გაცემის წესსა და პირობებს „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებულ გარდამავალ პერიოდში.

    მუხლი 2.   ლიცენზიის გამცემი ადმინისტრაციული ორგანო

ჩვილ ბავშვთა კვების პროდუქტების წარმოება-დაფასო­ებისა და ბავშვთა კვების პროდუქტების წარმოება-დაფა­სოების ლიცენზიის გამცემი ადმინისტრაციული ორგანოა სა­ქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო (შემდგომში – სამი­ნისტრო).

საქართველოს მთავრობის 2006 წლის 18 იანვრის დადგენილება №10 - სსმ III, №8, 23.01.2006 წ., მუხ.65

საქართველოს მთავრობის 2006 წლის 31 მაისის დადგენილება №102 - სსმ III, №73, 01.06.2006 წ., მუხ.913

    მუხლი 3. ლიცენზიის გაცემის წესი

„ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ჩვილ ბავშვთა კვების პროდუქტების წარმოებადაფასოების ლიცენზია გაიცემა საჯარო ადმინისტრაციული წარმოების წესით, რომლის ვადა სამინისტრომ შეიძლება გააგრძელოს 3 თვემდე.

საქართველოს მთავრობის 2006 წლის 18 იანვრის დადგენილება №10 - სსმ III, №8, 23.01.2006 წ., მუხ.65

საქართველოს მთავრობის 2006 წლის 31 მაისის დადგენილება №102 - სსმ III, №73, 01.06.2006 წ., მუხ.913

    მუხლი 4.  სალიცენზიო პირობები და ლიცენზიის მისაღებად წარსადგენი დამატებითი დოკუმენტები

1. ჩვილ ბავშვთა კვების პროდუქტების წარმოება-დაფასოების ან/და ბავშვთა კვების პროდუქტების წარმოება-დაფასოების ლიცენზიის მაძიებელმა ლიცენზიის მისაღებად „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კა­ნო­ნის მე-9 მუხლით განსაზღვრულ დოკუმენტაციასთან ერთად სამინისტროს დამატებით უნდა წარუდგინოს:

ა) საწარმოო ობიექტის ფლობის დამადასტურებელი დოკუმენტი;

ბ) ინფორმაცია წარმოების მატერიალურ-ტექნიკური ბა­ზის შე­სა­­ხებ;

გ) ინფორმაცია მთლიანი შიდა საწარმოო პროცესებისათვის პასუხისმგებელი პირის შესახებ;

დ) მოქმედი ნორმატივების შესაბამისად დამუშავებული ტექნოლოგიური ინსტრუქცია;

ე) ინფორმაცია პროდუქციის უსაფრთხოების შიდა საწარმოო კონტროლის სისტემის შესახებ.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პასუხისმგებელი პირის შეცვლის შემთხვევაში ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია არა უგვიანეს 7 დღისა მიაწოდოს აღნიშნული ინფორმაცია ლიცენზიის გამცემს. ამ ვალდებულების შეუსრულებლობა სალიცენზიო პირობის დარღვევაა და გამოიწვევს „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილ პასუხისმგებლობას.

3. ჩვილ ბავშვთა კვების პროდუქტების წარმოება-დაფასოების ან/და ბავშვთა კვების პროდუქტების წარმოება-დაფასოების ლიცენზიის მისაღებად საჭიროა ობიექტის სანიტარიულ-ჰიგიენურ მოთხოვნებთან შესაბამისობის დასკვნა, რომელსაც „ერთი სარკმლის“ პრინციპით მოიპოვებს სამინისტრო. ამასთან, აღნიშნული დასკვნის წარმოდგენის უფლება აქვს უშუალოდ ლიცენზიის მაძიებელსაც.

4. სამინისტრო უფლებამოსილია შესაბამის სალიცენზიო პირობებში მითითებული მონაცემების სისწორე შეამოწმოს უშუალოდ, ადგილზე დათვალიერებით, რაზეც დგება შესაბამისი ოქმი. ოქმს ხელს აწერენ სამინისტროს წარმომადგენელი და ლიცენზიის მაძიებელი. თუ ლიცენზიის მაძიებელი უარს ამბობს ოქმის ხელმოწერაზე, ოქმში კეთდება სათანადო ჩანაწერი და ლიცენზიის მაძიებელმა ოქმს უნდა დაურთოს ახსნა-განმარტება ან/და შენიშვნები ოქმის შინა­არსთან დაკავშირებით, აგრეთვე მიუთითოს მის ხელმოწერაზე უარის თქმის მოტივები.

საქართველოს მთავრობის 2006 წლის 18 იანვრის დადგენილება №10 - სსმ III, №8, 23.01.2006 წ., მუხ.65

საქართველოს მთავრობის 2006 წლის 31 მაისის დადგენილება №102 - სსმ III, №73, 01.06.2006 წ., მუხ.913

    მუხლი 5. სალიცენზიო მოწმობის ფორმა

სალიცენზიო მოწმობის ფორმა განისაზღვრება საქარ­თველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის ნორმატიული აქტით.

საქართველოს მთავრობის 2006 წლის 31 მაისის დადგენილება №102 - სსმ III, №73, 01.06.2006 წ., მუხ.913

 

კრებსითი — სრული ვერსია