„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ეფექტიანი მმართველობის სისტემის და ტერიტორიული მოწყობის რეფორმის ცენტრის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 21 მარტის №216 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
დოკუმენტის ნომერი
39
მიმღები ორგანო
საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი
2009-01-30
გამოქვეყნების თარიღი
2009-01-30
სარეგისტრაციო კოდი
040.030.000.08.
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ეფექტიანი მმართველობის სისტემის და ტერიტორიული მოწყობის რეფორმის ცენტრის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 21 მარტის №216 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №39

2009 წლის 30 იანვარი

ქ. თბილისი

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ეფექტიანი მმართველობის სისტემის და ტერიტორიული მოწყობის რეფორმის ცენტრის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 21 მარტის №216 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ეფექტიანი მმართველობის სისტემის და ტერიტორიული მოწყობის რეფორმის ცენტრის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 21 მარტის №216 ბრძანებულებით (სსმ III, 2006 წ., №37, მუხ. 444) დამტკიცებულ საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ეფექტიანი მმართველობის სისტემის და ტერიტორიული მოწყობის რეფორმის ცენტრის დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

ა) მე-4 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ცენტრს ხელმძღვანელობს ცენტრის დირექტორი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრი.“;

ბ) მე-7 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ცენტრის სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს საქართველოს რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტრო.“.

2. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს 2009 წლის 1 თებერვლიდან.

მ. სააკაშვილი

კრებსითი — სრული ვერსია