ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე პირველ კლასს დაქვემდებარებული შენობა-ნაგებობების სახეობების (რომელთა განთავსება/მშენებლობა მშენებლობის ნებართვის გარეშე იქნება შესაძლებელი) განსაზღვრის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
35
მიმღები ორგანო
ახალციხის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი
2010-10-12
გამოქვეყნების თარიღი
2010-11-25
სარეგისტრაციო კოდი
330130000.35.138.016004
ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე პირველ კლასს დაქვემდებარებული შენობა-ნაგებობების სახეობების (რომელთა განთავსება/მშენებლობა მშენებლობის ნებართვის გარეშე იქნება შესაძლებელი) განსაზღვრის შესახებ

ახალციხის მუნიციპალიტეტის  საკრებულოს

დადგენილება №35

2010 წლის 12 ოქტომბერი

                      ქ. ახალციხე                      

ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე პირველ კლასს დაქვემდებარებული შენობა-ნაგებობების სახეობების (რომელთა განთავსება/მშენებლობა მშენებლობის ნებართვის გარეშე იქნება შესაძლებელი) განსაზღვრის შესახებ

       ,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის  22-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ჟ“ ქვეპუნქტის, ,,მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ’’ საქართველოს მთავრობის №57 2009 წლის 24 მარტის დადგენილების 65-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად,

1. განისაზღვროს პირველ კლასს დაქვემდებარებული შემდეგი სახეობების შენობა-ნაგებობები, რომელთა განთავსება/მშენებლობა არ საჭიროებს მშენებლონის ნებართვას:

ა)  60 მ2-მდე სართულების იატაკის დონეებზე  განაშე­ნიანების  ჯამური ფართობის, 5 მ-მდე სიმაღლისა და გრუნ­ტის ზე­დაპირიდან საშუალოდ 2 მ-მდე ჩაღრმავების მქონე შე­ნობა;

ბ)  20 მ3-მდე მოცულობის, 10 მ-მდე სიმაღლისა და გრუნ­ტის ზედაპირიდან საშუალოდ 10 მ-მდე ჩაღრმავების მქონე ნა­გებობა;

გ)   გრუნტის ზედაპირიდან 2,2 მ-მდე სიმაღლის მქონე ღო­ბე;

დ) V კატეგორიის ელექტროსადგურები (ჰიდროელექტრო­სად­გური 50 კვტ-მდე, მზის და ბიოგაზის დანადგარი);

ე) კავშირგაბმულობის ხაზის (ქსელის) გაყვანა/მონტაჟი არ­სებული ინფრასტრუქტურის გამოყენებით ან კავშირგაბმულობის ხაზის (ქსელის) გაყვანა/მონტაჟისათვის ტრანშეის/თხრილის მოწ­ყობა (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც კავშირგაბმულობის ხაზის (ქსელის) გაყვანა/მონტაჟი დამატებით საჭიროებს სანებართვო შე­ნობა-ნაგებობის მშენებლობას/მონტაჟს);

ვ)  გარე რეკლამის განთავსების ნებართვით გათვალის­წინებული ნაგებობა;

ზ) საზოგადოებრივ ადგილებში გარე ვაჭრობისათვის გან­­კუთვნილი 2,5 მ-მდე სიმაღლისა და      6მ2-მდე ფართობის მქო­ნე დროებითი შენობა-ნაგებობები ან/და დანადგარები;

თ)  ხაზობრივი ნაგებობები – III კატეგორიის გაზსადენი, III კატეგორიის  წყალსადენი,  III კატეგორიის წყალარინების მილი, III კატეგორიის ქუჩა, IV და V კატეგორიის ელექტროგადამცემი ხაზები.

2. დადგენილების პირველი პუნქტის ,,ა’’, ,,ბ’’ და ,,ზ’’ ქვეპუნქტებით განსაზღვრული შენობა-ნაგებობის ასაშენებლად სავალდებულოა მშენებლობის ნებართვა თუ სამშენებლო მიწის ნაკვეთი მდებარეობს:

ა)  საერთაშორისო და შიდა სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გზის ღერძულა ხაზიდან           100-მეტრიან ზონაში;

ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 25 ნოემბრის დადგენილება №44-სსმV, №58, 02.12.2010წ., მუხ.1752

ბ)  დაცული ტერიტორიების მიმდებარედ 300 მეტრიან ზონაში, წყალდაცვითი ზოლების მიმდებარედ 50-მეტრიან ზონაში და სტიქიური გეოლოგიური პროცესების საშიშროების ზონაში.

3. დადგენილება ამოქმედდეს „ნორმატიული აქტების შესახებ“  საქართველოს  კანონის შესაბამისად, გამოქვეყნებისთანავე.     

საკრებულოს თავმჯდომარე                    მ. გიქოშვილი

 

შეტანილი ცვლილებები:

1. ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 25 ნოემბრის დადგენილება №44-სსმV, №58, 02.12.2010წ., მუხ.1752

კრებსითი — სრული ვერსია