საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №30
2009 წლის 28 იანვარი
ქ. თბილისი
საქართველოს საგარეო დაზვერვის სპეციალური სამსახურის თანამშრომელთა დღის დაწესების შესახებ
საქართველოს საგარეო დაზვერვის სპეციალური სამსახურის მოსამსახურეებში პროფესიული დონის, მხედრული სულისკვეთებისა და სახელმწიფოებრივი აღმშენებლობის პროცესში საქართველოს საგარეო დაზვერვის სპეციალური სამსახურის როლის ამაღლების მიზნით:
1. დაწესდეს საქართველოს საგარეო დაზვერვის სპეციალური სამსახურის თანამშრომელთა დღე.
2. საქართველოს საგარეო დაზვერვის სპეციალური სამსახურის თანამშრომელთა დღე აღინიშნოს ყოველი წლის 19 სექტემბერს.
3. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საქართველოს საგარეო დაზვერვის სპეციალური სამსახურის თანამშრომელთა დღის დაწესების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 19 ივნისის №367 ბრძანებულება.
4. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
მ. სააკაშვილი
შეტანილი ცვლილებები:
1.ძალადაკარგულია-საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 9 ივლისის ბრძანებუ-
ლება №483-სსმIII,№83,09.07.2010წ.,მუხ.1201