„საგადასახადო დავალიანებებისა და სახელმწიფო სესხების რესტრუქტურიზაციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს კანონი
დოკუმენტის ნომერი
3599-IIს
მიმღები ორგანო
საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი
2010-09-17
გამოქვეყნების თარიღი
2010-10-12
სარეგისტრაციო კოდი
200230100.05.001.016020
„საგადასახადო დავალიანებებისა და სახელმწიფო სესხების რესტრუქტურიზაციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე

საქართველოს კანონი

„საგადასახადო დავალიანებებისა და სახელმწიფო სესხების რესტრუქტურიზაციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე

    მუხლი 1

„საგადასახადო დავალიანებებისა და სახელმწიფო სესხების რესტრუქტურიზაციის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №6, 09.03.2004, მუხ. 27) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის „ა1“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა1) საქართველოს საგადასახადო კოდექსის 252-ე მუხლის შესაბამისად, გადასახადების მიხედვით ვადაგადაცილებული საგადასახადო დავალიანებების ჩამოწერის შესახებ;“.

2. მე-9 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:     „2. ამ კანონით დადგენილი წესით იმპორტის გადასახადების რესტრუქტურიზაცია ხორციელდება მხოლოდ 2005 წლის 1 იანვრამდე ამ გადასახადებში არსებულ დავალიანებებზე.“.

    მუხლი 2

ეს კანონი ამოქმედდეს 2011 წლის 1 იანვრიდან.

საქართველოს პრეზიდენტი                  მ. სააკაშვილი

თბილისი,

2010 წლის 17 სექტემბერი.

№3599–IIს

კრებსითი — სრული ვერსია