"საქართველოს მოქალაქეობის შესახებ" საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს ორგანული კანონი
დოკუმენტის ნომერი
3658-IIს
მიმღები ორგანო
საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი
2010-10-01
გამოქვეყნების თარიღი
2010-10-11
სარეგისტრაციო კოდი
010110000.04.001.016003
"საქართველოს მოქალაქეობის შესახებ" საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე

საქართველოს ორგანული კანონი

„საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე

    მუხლი 1

„საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში (საქართველოს პარლამენტის უწყებები, №5, მარტი, 1993 წელი, მუხ. 66) შეტანილ იქნე ს შემდეგი ცვლილებები:

1. 34-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საქართველოს მოქალაქეობის მიღების, მოქალაქეობიდან გასვლისა და მოქალაქეობის აღდგენის შესახებ განცხადებები დაინტერესებულ პირებს შეაქვთ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირში – სამოქალაქო რეესტრის სააგენტოში (შემდგომში – სააგენტო). საქართველოს ფარგლებს გარეთ მცხოვრები პირები განცხადებებს საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და საკონსულო დაწესებულებების მეშვეობით უგზავნიან სააგენტოს ან პირდაპირ უგზავნიან საქართველოს პრეზიდენტს.“.

2. 37-ე მუხლის მე -2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით :

„2. საქართველოს მოქალაქეობიდან პირის გასვლის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება ძალაში შედის :

ა ) საქართველოს კომპეტენტური ორგანოების მიერ ამ პირის მიერ უცხო ქვეყნის მოქალაქეობის მიღების დამადასტურებელი დოკუმენტის მიღებისთანავე ;

ბ ) მისი ხელმოწერის დღიდან , თუ წარმოდგენილია უცხო ქვეყნის კომპეტენტური ორგანოს მიერ გაცემული დოკუმენტი , რომლ ითაც ცალსახად დასტურ დება, რომ პირი საქართველოს მოქალაქეობიდან გასვლის შემთხვევაში აუცილებლად მიიღებს შესაბამისი ქვეყნის მოქალაქეობას . “.

3. 44-ე მუხლის მე -2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით :

 „2. სხვა სახელმწიფოში დროებით ან მუდმივად მცხოვრები საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობას და პასპორტს გასცემს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო , საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობა ან საკონსულო დაწესებულება სააგენტოს მიერ დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში .“.

    მუხლი 2

ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე -15 დღეს .

საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი

თბილისი,

2010 წლის 1 ოქტომბერი.

№3658– IIს

კრებსითი — სრული ვერსია