„საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 30 ივნისის №562 ბრძანებულებაში დამატებების შეტანის თაობაზე“

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
დოკუმენტის ნომერი
618
მიმღები ორგანო
საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი
2008-12-24
გამოქვეყნების თარიღი
2008-12-25
სარეგისტრაციო კოდი
010.210.040.08.002.004
„საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 30 ივნისის №562 ბრძანებულებაში დამატებების შეტანის თაობაზე“

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №618

2008 წლის 24 დეკემბერი

ქ. თბილისი

„საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 30 ივნისის №562 ბრძანებულებაში დამატებების შეტანის თაობაზე

1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, „საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 30 ივნისის №562 ბრძანებულებით (სსმ III, 2005 წ., №78, მუხ. 831) დამტკიცებულ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი დამატებები:

ა) მე-5 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ს“ ქვეპუნქტი:

„ს) კულტურულ ღონისძიებათა უზრუნველყოფის სამსახური.“;

ბ) მე-6 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-18 პუნქტი:

„18. კულტურულ ღონისძიებათა უზრუნველყოფის სამსახურის ფუნქციებია:

ა) ადმინისტრაციის კომპეტენციის ფარგლებში გასამართი კულტურული ღონისძიებების დაგეგმვასა და ორგანიზებაში მონაწილეობა და მათი განხორციელების უზრუნველყოფა;

ბ) დავალების შესაბამისად, კულტურული ღონისძიებების განხორციელების უზრუნველყოფის მიზნით, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან და აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებების შესაბამის სამსახურებთან ურთიერთობის კოორდინაცია;

გ) ადმინისტრაციის უფროსის სხვა დავალებების შესრულება.“.

2. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

მ. სააკაშვილი

კრებსითი — სრული ვერსია