,,სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებული ნორმატიული აქტების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 21 იანვრის №42 ბრძანებულებაში დამატების შეტანის თაობაზე“

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
დოკუმენტის ნომერი
615
მიმღები ორგანო
საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი
2008-12-23
გამოქვეყნების თარიღი
2008-12-23
სარეგისტრაციო კოდი
010.240.080.05.002.004
,,სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებული ნორმატიული აქტების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 21 იანვრის №42 ბრძანებულებაში დამატების შეტანის თაობაზე“

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №615

2008 წლის 23 დეკემბერი

ქ. თბილისი

,,სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებული ნორმატიული აქტების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 21 იანვრის №42 ბრძანებულებაში დამატების შეტანის თაობაზე

1. ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, ,,სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებული ნორმატიული აქტების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 21 იანვრის №42 ბრძანებულებით (საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებებისა და განკარგულებების კრებული, 1997წ., №2, გვ. 41) დამტკიცებულ ,,სახელმწიფო საიდუმლოებას მიკუთვნებულ ცნობათა ნუსხას“ დაემატოს შემდეგი შინაარსის 1.8. პუნქტი:

,,1.8. ამ ნუსხით გათვალისწინებული ცნობები არ მიიჩნევა საიდუმლო ინფორმაციას მიკუთვნებულ ცნობებად იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული ცნობების გავრცელება ხორციელდება:

ა) ,,ევროპაში ჩვეულებრივი შეიარაღებული ძალების შესახებ“ ხელშეკრულებისა და ,,1999 წლის ვენის დოკუმენტის“ მოთხოვნათა შესაბამისად;

ბ) საერთაშორისო ორგანიზაციების წინაშე საქართველოს მიერ ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებების შესასრულებლად.“.

2. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს 2008 წლის 12 დეკემბრიდან.

მ. სააკაშვილი

კრებსითი — სრული ვერსია