მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №35
2010 წლის 8 ოქტომბერი
ქ. მცხეთა
„მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აგრარულ საკითხთა, ბუნებრივი რესურსებისა და გარემოს დაცვის კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 13 სექტემბრის №19 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ’’ ქვეპუნქტისა და 43-ე მუხლის მე-2 პუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის და დუშეთის, თიანეთის, მცხეთის და ყაზბეგის მუნიციპალიტეტებში სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის მომართვის (№903, 10.09.10 წ.) საფუძველზე, მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
1. შეტანილ იქნეს ცვლილება „მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აგრარულ საკითხთა, ბუნებრივი რესურსებისა და გარემოს დაცვის კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 13 სექტემბრის №19 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლში, კერძოდ: დებულების მე-3 მუხლის სათაურიდან ამოღებულ იქნეს სიტყვა „მოადგილე“ და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „კომისიის თავმჯდომარე“.
2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე ა. კალანდაძე