ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 4 აგვისტოს „ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის სახანძრო დაცვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ" №17 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
35
მიმღები ორგანო
ოზურგეთის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი
2010-10-06
გამოქვეყნების თარიღი
2010-10-22
სარეგისტრაციო კოდი
010260020.35.113.016011
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 4 აგვისტოს „ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის სახანძრო დაცვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ" №17 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №35

2010 წლის 6 ოქტომბერი

ქ. ოზურგეთი

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 4 აგვისტოს „ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის სახანძრო დაცვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ №17 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, საკრებულომ დაადგინა:

1. შევიდეს ცვლილებები ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 4 აგვისტოს „ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის სახანძრო დაცვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ №17 დადგენილებაში, კერძოდ, დადგენილებით დამტკიცებული დებულების:

ა) პირველი მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,4. სამსახურის საქმიანობა რეგულირდება საქართველოს კონსტიტუციით „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონით, საქართველოს კანონით „სახანძრო უსაფთხოების შესახებ”, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებებით და განკარგულებებით, საქართველოს მთავრობის დადგენილებით, შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებებით და სხვა სამართლებრივი აქტებით’’;

ბ) მე-3 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,1. სახანძრო დაცვის სამსახურის პირადი შემადგენლობა შესაბამისი სამართლებრივი აქტის საფუძველზე უზრუნველყოფილია სამართლებრივი, სოციალური დაცვის გარანტიებითა და შეღავათებით’’;

გ) მე-9 მუხლის მე-3 პუნქტის ,,მ’’ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,მ) შემოწმების შედეგებიდან გამომდინარე, განიხილავს საქართველოს შსს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის უფლებამოსილი თანამდებობის პირების წინადადებებსა და რეკომენდაციებს’’;

დ)  ამოღებულ იქნეს დებულების მე-9 მუხლის მე-4 პუნქტის ,,თ’’ ქვეპუნქტი.     

2. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარე                                                                                      ა. მამეშვილი

 

კრებსითი — სრული ვერსია