საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №606
2008 წლის 18 დეკემბერი
ქ. თბილისი
გ. მუჩაიძისათვის უფლებამოსილების მინიჭების შესახებ
მიენიჭოს საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილეს გიორგი მუჩაიძეს უფლებამოსილება, რომ ხელი მოაწეროს „საქართველოსა და ჩეხეთის რესპუბლიკას შორის საიდუმლო ინფორმაციის გაცვლისა და ორმხრივად დაცვის შესახებ“ შეთანხმებას.
მ. სააკაშვილი