ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 4 აგვისტოს „ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ეკონომიკური განვითარების, ინფრასტრუქტურისა და ურბანიზაციის კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ" №6 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
29
მიმღები ორგანო
ოზურგეთის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი
2010-10-06
გამოქვეყნების თარიღი
2010-10-22
სარეგისტრაციო კოდი
010060050.35.113.016005
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 4 აგვისტოს „ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ეკონომიკური განვითარების, ინფრასტრუქტურისა და ურბანიზაციის კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ" №6 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №29

2010 წლის 6 ოქტომბერი

ქ. ოზურგეთი

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 4 აგვისტოს „ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ეკონომიკური განვითარების,  ინფრასტრუქტურისა და ურბანიზაციის  კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“ № 6 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, საკრებულომ დაადგინა:

1. შევიდეს ცვლილებები ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 4 აგვისტოს „ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ეკონომიკური განვითარების,  ინფრასტრუქტურისა და ურბანიზაციის  კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“ № 6 დადგენილებაში, კერძოდ, დადგენილებით დამტკიცებული დებულების პირველი მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ეკონომიკური განვითარების,  ინფრასტრუქტურისა და ურბანიზაციის კომისია (შემდგომში – კომისია) შექმნილია საკრებულოში საკითხების წინასწარი მომზადების, გადაწყვეტილებათა შესრულებისათვის ხელის შეწყობის, გამგეობის  და მისი სტრუქტურული ერთეულების კონტროლის მიზნით.“.

2. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარე                                                        ა. მამეშვილი

კრებსითი — სრული ვერსია