,,სისხლის სამართლის კანონმდებლობის რეფორმის განმახორციელებელი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს შემადგენლობისა და დებულების დამტკიცების შესახებ“

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
დოკუმენტის ნომერი
591
მიმღები ორგანო
საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი
2008-12-13
გამოქვეყნების თარიღი
2012-12-04
სარეგისტრაციო კოდი
010.240.020.08.002.004.
,,სისხლის სამართლის კანონმდებლობის რეფორმის განმახორციელებელი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს შემადგენლობისა და დებულების დამტკიცების შესახებ“

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.240.020.08.002.004.

საქართველოს პრეზიდენტის

 ბრძანებულება №591

2008 წლის 13 დეკემბერი

ქ. თბილისი

სისხლის სამართლის სისტემის რეფორმის განმახორციელებელი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს შემადგენლობისა და დებულების დამტკიცების შესახებ

საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 28 ივნისის ბრძანებულება №451 - სსმ III, №76, 30.06.2010 წ., მუხ.1103

1.  „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს სისხლის სამართლის სისტემის რეფორმის სტრატეგიის შემუშავებისა და განხორციელების, უწყებათაშორისი საქმიანობის კოორდინაციის, აგრეთვე შესაბამისი წინადადებებისა და დასკვნების შემუშავების მიზნით, საქართველოს იუსტიციის სამინისტროსთან შეიქმნას სისხლის სამართლის სისტემის რეფორმის განმახორციელებელი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო შემდეგი შემადგენლობით:

ა) საქართველოს იუსტიციის მინისტრი, საკოორდინაციო საბჭოს თავმჯდომარე;

ბ) საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრი, საკოორდინაციო საბჭოს თანათავმჯდომარე;

გ) საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე;

დ) საქართველოს მთავარი პროკურორის მოადგილე;

ე) საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე;

ვ) საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე;

ზ) საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე;

თ) საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამართალშემოქმედების დეპარტამენტის უფროსი;

ი) საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსი, საკოორდინაციო საბჭოს მდივანი;

კ) საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე;

ლ) საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე;

მ) საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე, სისხლის სამართლის საქმეთა პალატის თავმჯდომარე;

ნ) საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის - არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფროსი;

ო) საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორი;

პ) საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - სასჯელაღსრულების დეპარტამენტის წარმომადგენელი;

ჟ) საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - სასჯელაღსრულების დეპარტამენტის არასრულწლოვანთა სპეციალური დაწესებულების დირექტორი;

რ) საქართველოს სახალხო დამცველი.

საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 28 ივნისის ბრძანებულება №451 - სსმ III, №76, 30.06.2010 წ., მუხ.1103

საქართველოს პრეზიდენტის 2012 წლის 4 დეკემბრის ბრძანებულება №1081 – ვებგვერდი, 04.12.2012წ.

2. ეთხოვოთ საკოორდინაციო საბჭოს მუშაობაში მონაწილეობა:

ა) გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელს საქართველოში;

ბ) კავშირის „21-ე საუკუნის“ წარმომადგენელს;

გ) ევროკომისიის დელეგაციის ხელმძღვანელს საქართველოში;

დ) ევროსაბჭოს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელს;

ე) არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის - თავისუფლების ინსტიტუტის წარმომადგენელს;

ვ) ციხის საერთაშორისო რეფორმის რეგიონალური დირექტორის მოვალეობის შემსრულებელს;

ზ) ამერიკის იურისტთა ასოციაციის/კანონის უზენაესობის ინიციატივის პროგრამის დირექტორს საქართველოში;

თ) არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის - გლობალური ინიციატივა ფსიქიატრიაში - თბილისის დირექტორს;

ი) არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის - ადამიანის უფლებათა დაცვის ცენტრის გამგეობის თავმჯდომარეს;

კ) ნორვეგიის კანონის უზენაესობის მრჩეველთა მისიის ხელმძღვანელს საქართველოში;

ლ) არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის - კონსტიტუციის 42-ე მუხლის წარმომადგენელს;

მ) არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის - საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წარმომადგენელს;

ნ) მართლმსაჯულების დამოუკიდებლობისა და სამართლებრივი გაძლიერების პროექტის წარმომადგენელს;

ო) საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წარმომადგენელს.

საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 28 ივნისის ბრძანებულება №451 - სსმ III, №76, 30.06.2010 წ., მუხ.1103

საქართველოს პრეზიდენტის 2012 წლის 4 დეკემბრის ბრძანებულება №1081 – ვებგვერდი, 04.12.2012წ.

3. დამტკიცდეს სისხლის სამართლის სისტემის რეფორმის განმახორციელებელი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს თანდართული დებულება.

საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 28 ივნისის ბრძანებულება №451 - სსმ III, №76, 30.06.2010 წ., მუხ.1103

4. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 18 მა რ ტ ის ბრძანებულება № 1 29 - სსმ III,  № 33 , 1 9 . 03 .2009 წ., მუხ. 38 0

საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 22 აპრილ ის ბრძანებულება № 196 - სსმ III, № 50 , 27 . 04 .2009 წ., მუხ. 558

     მ. სააკაშვილი

შეტანილი ცვლილებები:

1. საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 18 მარტის ბრძანებულება №129 - სსმ III,  №33, 19.03.2009 წ., მუხ.380

2. საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 22 აპრილის ბრძანებულება №196 - სსმ III, №50, 27.04.2009 წ., მუხ.558

3. საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 28 ივნისის ბრძანებულება №451 - სსმ III, №76, 30.06.2010 წ., მუხ.1103

4. საქართველოს პრეზიდენტის 2012 წლის 4 დეკემბრის ბრძანებულება №1081 – ვებგვერდი, 04.12.2012წ.

სისხლის სამართლის სისტემის რეფორმის განმახორციელებელი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დებულება

საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 28 ივნისის ბრძანებულება №451 - სსმ III, №76, 30.06.2010 წ., მუხ.1103

    მუხლი 1. ზოგადი დებულებანი

1. სისხლის სამართლის სისტემის რეფორმის განმახორციელებელი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო (შემდ ეგში - საკოორდინაციო საბჭო) შექმნილია საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით.

2. თავის საქმიანობაში საბჭო ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით და შეთანხმებებით, სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით.

3. საბჭოს სტრუქტურა, უფლებამოსილება და საქმიანობის წესი განისაზღვრება ამ დებულებით.

საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 28 ივნისის ბრძანებულება №451 - სსმ III, №76, 30.06.2010 წ., მუხ.1103

    მუხლი 2. საკოორდინაციო საბჭოს სტრუქტურა

1. საკოორდინაციო საბჭოს შემადგენლობას განსაზღვრავს საქართველოს პრეზიდენტი.

2. საკოორდინაციო საბჭოს შემადგენლობაში სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლებთან ერთად შეიძლება შედიოდნენ შესაბამის სფეროში საქმიანობის განმახორციელებელი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ექსპერტები და მეცნიერები.

3. საკოორდინაციო საბჭოს საქმიანობაში საკოორდინაციო საბჭოს თავმჯდომარის მოწვევით შეიძლება მონაწილეობდნენ საქართველოს პარლამენტისა და მთავრობის წევრები, სახელმწიფო უწყებათა ხელმძღვანელები, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები, დამოუკიდებელი ექსპერტები.

4. საკოორდინაციო საბჭოს შემადგენლობიდან წევრის გამოწვევა ხდება საქართველოს პრეზიდენტის მიერ საკუთარი ინიციატივით ან საკოორდინაციო საბჭოს წევრის წარმდგენი ორგანოს წინადადებით.

    მუხლი 3. საკოორდინაციო საბჭოს ამოცანები

საკოორდინაციო საბჭოს ძირითადი ამოცანებია:

ა) კანონის უზენაესობისა და ადამიანის უფლებათა დაცვის პრინციპების გათვალისწინებით სისხლის სამართლის სისტემის რეფორმის თაობაზე შესაბამისი წინადადებების შემუშავება;

ბ) სისხლის სამართლის სისტემის რეფორმის სტრატეგიის შემუშავება და პერიოდული განახლება;

გ) სისხლის სამართლ ის სისტემის რეფორმის სტრატეგიის შემუშავების პროცესში შესაბამისი ღონისძიებების განხორციელების ხელშეწყობის მიზნით უწყებათაშორისი საქმიანობის კოორდინაცია;

დ) სასჯელაღსრულების, პრობაციის, არასრულწლოვანთა საქმეებზე მართლმსაჯულებისა და სახელმწიფოს ხარჯზე იურიდიული დახმარების სფეროებს მიკუთვნებული საკითხების გადაწყვეტის მიზნით შესაბამისი წინადადებებისა და რეკომენდაციების მომზადება.

საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 28 ივნისის ბრძანებულება №451 - სსმ III, №76, 30.06.2010 წ., მუხ.1103

    მუხლი 4. საკოორდინაციო საბჭოს უფლებამოსილება

დასახული მიზნებისა და ამოცანების განსახორციელებლად საკოორდინაციო საბჭო უფლებამოსილია:

ა) კანონმდებლობით დადგენილი წესით საქართველოს სახელმწიფო ორგანოებიდან და დაწესებულებებიდან გამოითხოვოს თავისი საქმიანობისათვის საჭირო ინფორმაცია;

ბ) შეიმუშაოს/მოამზადოს წინადადებები და რეკომენდაციები სისხლის სამართლის სისტემის რეფორმის სტრატეგიის განახლებისა და სრულყოფის მიზნით;    

გ) შექმნას სამუშაო ჯგუფები და მოიწვიოს დამოუკიდებელი ექსპერტები თავის კომპეტენციაში შემავალი საკითხების შესწავლისა და სათანადო რეკომენდაციების შემუშავების მიზნით.

საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 28 ივნისის ბრძანებულება №451 - სსმ III, №76, 30.06.2010 წ., მუხ.1103

    მუხლი 5. სამუშაო ჯგუფები და დამოუკიდებელი ექსპერტები

1. საკოორდინაციო საბჭო ამ დებულებით გათვალისწინებული ამოცანების ეფექტი ანი განხორციელების, აგრეთვე სისხლის სამართლის სისტემის რეფორმის სტრატეგიით გათვალისწინებული კონკრეტული საკითხების განხილვისა და გადაწყვეტის მიზნით, ხმათა უმრავლესობით, ქმნის სამუშაო ჯგუფებს. საჭიროების შემთხვევაში, საკოორდინაციო საბჭო უფლებამოსილია მოიწვიოს დამოუკიდებელი ექსპერტი.

2. სამუშაო ჯგუფის შემადგენლობაში შეიძლება შედიოდნენ სახელმწიფო უწყებათა და შესაბამის სფეროში საქმიანობის განმახორციელებელი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების წარმომადგენლები, მეცნიერები და ექსპერტები.

3. სამუშაო ჯგუფის შეხვედრების პერიოდულობას სამუშაო ჯგუფზე დაკისრებული ფუნქციების გათვალისწინებით განსაზღვრავს საკოორდინაციო საბჭო. როგორც წესი, სამუშაო ჯგუფის შეხვედრა ტარდება არანაკლებ თვეში ერთხელ.

4. სამუშაო ჯგუფი თავისი შემადგენლობიდან ირჩევს სამუშაო ჯგუფის მომხსენებელს.

5. დამოუკიდებელ ექსპერტად შეიძლება მოწვეულ იქნეს შესაბამის სფეროში საქმიანობის განმახორციელებელი, სათანადო კომპეტენციისა და გამოცდილების მქონე პირი.

6. დამოუკიდებელი ექსპერტის საქმიანობის ინტენსივობას, მასზე დაკისრებული მოვალეობის გათვალისწინებით, განსაზღვრავს საკოორდინაციო საბჭო.

საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 28 ივნისის ბრძანებულება №451 - სსმ III, №76, 30.06.2010 წ., მუხ.1103

    მუხლი 6. საკოორდინაციო საბჭოს მუშაობის ორგანიზაცია

1. საკოორდინაციო საბჭოს ხელმძღვანელობს და მის სხდომებს წარმართავს საკოორდინაციო საბჭოს თავმჯდომარე.

2. საკოორდინაციო საბჭოს თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში მის უფლებამოსილებას ასრულებს საკოორდინაციო საბჭოს თანათავმჯდომარე ან თავმჯდომარის მიერ განსაზღვრული საბჭოს სხვა წევრი .

3. საკოორდინაციო საბჭოს სხდომები, როგორც წესი, ტარდება ექვს თვეში ერთხელ.

4. საჭიროების შემთხვევაში, დასაშვებია საკოორდინაციო საბჭოს სხდომის ვადამდე მოწვევა საბჭოს თავმჯდომარის მიერ.

5. საკოორდინაციო საბჭოსთან იქმნება საკოორდინაციო საბჭოს სამდივნო, რომელიც უზრუნველყოფს საკოორდინაციო საბჭოს საქმიანობის ადმინისტრირებას, ორგანიზაციულ და ანალიტიკურ მხარდაჭერას. სამდივნოს ხელმძღვანელობს საკოორდინაციო საბჭოს მდივანი. საკოორდინაციო საბჭოს სამდივნოს ფუნქციებს ახორციელებს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფი.

6. საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დღის წესრიგს ამტკიცებს საბჭოს თავმჯდომარე.

7. საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე საკითხის გატანის უფლება აქვთ საბჭოს თავმჯდომარეს და წევრებს, აგრეთვე სამუშაო ჯგუფის მომხსენებელს და დამოუკიდებელ ექსპერტს.

8. საკოორდინაციო საბჭოს სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება საკოორდინაციო საბჭოს წევრთა ნახევარზე მეტი.

9. საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილება მიიღება დამსწრე წევრთა ხმების უმრავლესობით. ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში, გადამწყვეტია საკოორდინაციო საბჭოს თავმჯდომარის ხმა.

10. საკოორდინაციო საბჭოს სხდომა ფორმდება ოქმით, რომელსაც ხელს აწერენ საკოორდინაციო საბჭოს თავმჯდომარე და მდივანი.

11. საკოორდინაციო საბჭოს სამდივნო ვალდებულია სხდომის ოქმი გადაუგზავნოს საკოორდინაციო საბჭოს წევრებს, სამუშაო ჯგუფის წევრებსა და დამოუკიდებელ ექსპერტებს.

საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 28 ივნისის ბრძანებულება №451 - სსმ III, №76, 30.06.2010 წ., მუხ.1103

საქართველოს პრეზიდენტის 2012 წლის 4 დეკემბრის ბრძანებულება №1081 – ვებგვერდი, 04.12.2012წ.

    მუხლი 7.  ამოღებულია

საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 28 ივნისის ბრძანებულება №451 - სსმ III, №76, 30.06.2010 წ., მუხ.1103

    მუხლი 8. დასკვნითი დებულება

საკოორდინაციო საბჭოს დებულების გაუქმება, მასში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით.

კრებსითი — სრული ვერსია