„ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს სამანდატო, იურიდიულ საკითხთა და ეთიკის კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 6 სექტემბრის №13 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
29
მიმღები ორგანო
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი
2010-10-04
გამოქვეყნების თარიღი
2010-10-21
სარეგისტრაციო კოდი
010250020.35.107.016017
„ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს სამანდატო, იურიდიულ საკითხთა და ეთიკის კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 6 სექტემბრის №13 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება  №29

2010 წლის 4 ოქტომბერი

დ. ჩხოროწყუ

 „ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს სამანდატო, იურიდიულ საკითხთა და ეთიკის კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 6 სექტემბრის №13 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე

„ ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ “ საქართველოს ორგანული კანონი სა და    „ ნორმატიული აქტების შესახებ “ საქართველოს კანონის მე- 20 მუხლის შესაბამისად ,

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის   საკრებულომ დაადგინა :

შეტანილ იქნეს   „ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს სამანდატო, იურიდიულ საკითხთა და ეთიკის კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 6 სექტემბრის №13 დადგენილებაში შემდეგი ცვლილებები:

1. დადგენილების მიღების საფუძველში ამოღებულ იქნ ეს „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი.

2. დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლს დაემატოს მე-2 პუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „კონკრეტული საკითხების დასამუშავებლად, საკრებულოს ბიუროს მიერ განსაზღვრული კვოტების ფარგლებში, კომისიის თავმჯდომარის წინადადებით საკრებულოს თავმჯდომარე არა უმეტეს 6 თვის ვადით, შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე , კომისიაში სამუშაოდ იწვევს ექსპერტ-კონსულტანტებს“.

3. ეს დადგენილება ამოქმედდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით გამოქვეყნებისთანავე .

საკრებულოს თავმჯდომარე                                                                       გ. ლემონჯავა

კრებსითი — სრული ვერსია