“2005/06 სასწავლო წელს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ჩარიცხულ სტუდენტთა დასაფინანსებლად პრიორიტეტული სპეციალობების განსაზღვრის შესახებ”

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
152
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2005-09-01
გამოქვეყნების თარიღი
2005-09-02
სარეგისტრაციო კოდი
430.030.000.10.003.000.286
“2005/06 სასწავლო წელს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ჩარიცხულ სტუდენტთა დასაფინანსებლად პრიორიტეტული სპეციალობების განსაზღვრის შესახებ”

საქართველოს მთავრობის

 დადგენილება №152

2005 წლის 1 სექტემბერი

ქ. თბილისი

2005/06 სასწავლო წელს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ჩარიცხულ სტუდენტთა დასაფინანსებლად პრიორიტეტული სპეციალობების განსაზღვრის შესახებ

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის 1-ლი პუნქტის „გ” ქვეპუნქტის საფუძველზე, „2005/06 სასწავლო წელს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ჩარიცხულ სტუდენტთა სოციალური პროგრამის ფარგლებში დაფინანსების ოდენობისა და პირობების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 25 აგვისტოს №147 დადგენილების (შემდგომში – დადგენილება) შესაბამისად:

1. 2005/06 სასწავლო წელს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ჩარიცხულ სტუდენტებს დადგენილების მე-7 მუხლის შესაბამისად სახელმწიფო გრანტი გაეცემათ შემდეგ პრიორიტეტულ სპეციალობებზე:

ა) დაწყებითი განათლების პედაგოგიკა;

ბ) ზოოინჟინერია;

გ) სოფლის მეურნეობის მექანიზაცია;

დ) სოფლის მეურნეობის ელექტრიფიკაცია;

ე) ჰიდრომელიორაცია;

ვ) მეტალურგია;

ზ) სამთო საქმე;

თ) მექანიკა-მანქანათმშენებლობა;

ი) სომხური ენა და ლიტერატურა;

კ) ქიმიური და ბიოლოგიური ტექნოლოგია;

ლ) აზერბაიჯანული ენა და ლიტერატურა.

2. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ (ა. ლომაია) უზრუნველყოს გრანტების გაცემა ამ დადგენილების 1-ლი პუნქტით გათვალისწინებულ პრიორიტეტულ სპეციალობებზე ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგად ჩარიცხული სტუდენტებისათვის.

3. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი             ზ. ნოღაიდელი

კრებსითი — სრული ვერსია