საჯარო სამართლის იურიდიული პირის – „მწერალთა სახლის“ შექმნის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
დოკუმენტის ნომერი
505
მიმღები ორგანო
საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი
2008-10-23
გამოქვეყნების თარიღი
2015-02-02
სარეგისტრაციო კოდი
040.030.000.08.002.004.
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – „მწერალთა სახლის“ შექმნის შესახებ

(ძალადაკარგულია - 02.02.2015, №34)

 

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №505

2008 წლის 23 ოქტომბერი

ქ. თბილისი

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – „მწერალთა სახლის“ შექმნის შესახებ

ქართული მწერლობისა და ხელოვნების განვითარების, ხელოვნებისა და ლიტერატურის სფეროს წარმომადგენლების ურთიერთანამშრომლობის და მათი საქმიანობის ხელშეწყობის მიზნით:

1. „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, შეიქმნას საჯარო სამართლის იურიდიული პირი – „მწერალთა სახლი“ (შემდეგში – „მწერალთა სახლი“).

2. საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტრომ:

ა) განახორციელოს „მწერალთა სახლის“ სახელმწიფო კონტროლი;

ბ) უზრუნველყოს „მწერალთა სახლის“ დებულების დამტკიცება და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის დანიშვნა.

3. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ უზრუნველყოს „მწერალთა სახლის“ ფუნქციონირებისათვის აუცილებელი, მათ შორის, ქალაქ თბილისში, ივ. მაჩაბლის ქუჩა №13-ში განთავსებული უძრავი და მასთან დაკავშირებული მოძრავი ქონების „მწერალთა სახლისათვის“ კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაცემა.

4. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

მ. სააკაშვილი

კრებსითი — სრული ვერსია