საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის
ბრძანება №102/ნ
2010 წლის 4 ოქტომბერი
ქ. თბილისი
„ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად დაფუძნებისა და საჯარო სკოლის წესდების დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 15 სექტემბრის №448 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლისა და „საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №37 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების” მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „მ” ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
მუხლი 1
შევიდეს ცვლილება „ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად დაფუძნებისა და საჯარო სკოლის წესდების დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 15 სექტემბრის №448 ბრძანებაში (სსმ III, 26.09.2005, №112, მუხ. 1233) და ბრძანებით დამტკიცებული №1 დანართის 1-ლი მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით :
„5. სკოლას აქვს დამოუკიდებელი ბალანსი, მრგვალი ბეჭედი, ერთი საბანკო ანგარიში და საჯარო სამართლის იურიდიული პირის სხვა ატრიბუტიკა”.
მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
დ. შაშკინი