,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ კორპუსთან და მასთან გათანაბრებულ ორგანიზაციებთან მუშაობის სამსახურის „დიპლომატის“ ლიკვიდაციის შესახებ“

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
დოკუმენტის ნომერი
489
მიმღები ორგანო
საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი
2008-10-08
გამოქვეყნების თარიღი
2009-11-20
სარეგისტრაციო კოდი
040.030.000.08.002.004.
,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ კორპუსთან და მასთან გათანაბრებულ ორგანიზაციებთან მუშაობის სამსახურის „დიპლომატის“ ლიკვიდაციის შესახებ“

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №489

2008 წლის 8 ოქტომბერი

ქ. თბილისი

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ კორპუსთან და მასთან გათანაბრებულ ორგანიზაციებთან მუშაობის სამსახურის „დიპლომატის“ ლიკვიდაციის შესახებ

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 და მე-17 მუხლებისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის შესაბამისად:

1. ლიკვიდირებულ იქნეს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ კორპუსთან და მასთან გათანაბრებულ ორგანიზაციებთან მუშაობის სამსახური „დიპლომატი“.

2. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ უზრუნველყოს სსიპ – საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ კორპუსთან და მასთან გათანაბრებულ ორგანიზაციებთან მუშაობის სამსახურის „დიპლომატის“ ლიკვიდაციასთან დაკავშირებული კანონმდებლობით დადგენილი ღონისძიებების განხორციელება და ლიკვიდაციის პროცესის დასრულება 2009 წლის 1 იანვრამდე.

საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 18 ნოემბრის ბრძანებულება №550 - სსმ III, №166, 21.11.2008 წ., მუხ.1676

3. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ კორპუსთან და მასთან გათანაბრებულ ორგანიზაციებთან მუშაობის სამსახურის „დიპლომატის“ ჩამოყალიბებისა და მისი შემდგომი ფუნქციონირების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2003 წლის 24 მარტის №93 ბრძანებულება.

4. ეს ბრძანებულება, გარდა მე-3 პუნქტისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

5. ამ ბრძანებულების მე-3 პუნქტი ამოქმედდეს 2008 წლის 1 ნოემბერს.

6. ამ ბრძანებულების მე-2 პუნქტით განსაზღვრული სსიპ – საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ კორპუსთან და მასთან გათანაბრებულ ორგანიზაციებთან მუშაობის სამსახურის „დიპლომატის“ ლიკვიდაციის პროცესის დასრულების ვადა გაგრძელდეს 2009 წლის 1 დეკემბრამდე.

საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 13 აგვისტოს ბრძანებულება №512 - სსმ III, №102, 18.08.2009 წ., მუხ.1127

მ. სააკაშვილი

შეტანილი ცვლილებები:

1. საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 18 ნოემბრის ბრძანებულება №550 - სსმ III, №166, 21.11.2008 წ., მუხ.1676

2. საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 13 აგვისტოს ბრძანებულება №512 - სსმ III, №102, 18.08.2009 წ., მუხ.1127

3. საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 20 ნოემბრის ბრძანებულება №835 - სსმ III, №144, 24.11.2009 წ., მუხ.1675

კრებსითი — სრული ვერსია