„საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 8 აგვისტოს №462 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
დოკუმენტის ნომერი
470
მიმღები ორგანო
საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი
2008-09-30
გამოქვეყნების თარიღი
2008-10-01
სარეგისტრაციო კოდი
120.090.000.08.002.004
„საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 8 აგვისტოს №462 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 120.090.000.08.002.004

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №470

2008 წლის 30 სექტემბერი

ქ. თბილისი

„საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 8 აგვისტოს  №462 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, „საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 8 აგვისტოს №462 ბრძანებულებაში (სსმ III, 2007 წ., №113, მუხ. 1251) შეტანილ იქნეს ცვლილებები და ბრძანებულებით დამტკიცებული დებულებიდან ამოღებულ იქნეს მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ი“ ქვეპუნქტი, მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „მ“ ქვეპუნქტი და მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „მ“ ქვეპუნქტი.

2. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

მ. სააკაშვილი

კრებსითი — სრული ვერსია