საქართველოს რეგიონული განვითარების სამთავრობო კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
297
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2010-09-28
გამოქვეყნების თარიღი
2018-01-29
სარეგისტრაციო კოდი
010220000.10.003.016028
საქართველოს რეგიონული განვითარების სამთავრობო კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ

(ძალადაკარგულია - 29.01.2018, №44)

 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №297

2010 წლის 28 სექტემბერი

ქ. თბილისი

საქართველოს რეგიონული განვითარების სამთავრობო კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ

მუხლი 1. „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 და 29-ე მუხლებისა და საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-12 მუხლის პირველი პუნქტისა და 152-ე მუხლის შესაბამისად, დამტკიცდეს თანდართული „საქართველოს რეგიონული განვითარების სამთავრობო კომისიის დებულება“.

საქართველოს მთავრობის 2014 წლის 13 მარტის დადგენილება № 224 – ვებგვერდი, 14 .03.2014წ.

    მუხლი 2

დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი        ნ. გილაური

საქართველოს რეგიონული განვითარების სამთავრობო კომისიის დებულება

    მუხლი 1. ზოგადი დებულებანი

1. საქართველოს რეგიონული განვითარების სამთავრობო კომისია (შემდგომში – კომისია) არის საქართველოს მთავრობის სათათბირო ორგანო, რომელიც კოორდინაციას უწევს და ხელს უწყობს საქართველოს რეგიონული განვითარების პროცესს, ასევე, უზრუნველყოფს თვითმმართველი ერთეულების შექმნის/გაუქმების, ადმინისტრაციული ცენტრის დადგენის/შეცვლის და ადმინისტრაციული საზღვრების შეცვლის შესახებ შესაბამისი წინადადებების მომზადებას და საქართველოს მთავრობისათვის განსახილველად წარდგენას.

2. კომისია თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ (შემდგომში - კოდექსი), ამ დებულებისა და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

საქართველოს მთავრობის 2014 წლის 13 მარტის დადგენილება № 224 – ვებგვერდი, 14 .03.2014წ.

    მუხლი 2. კომისიის ფუნქციები

კომისიის ფუნქციებია:

ა) საქართველოს რეგიონული განვითარების 2010–2017 წწ. სახელმწიფო სტრატეგიის (შემდგომში – სტრატეგია) განხორციელების ხელშეწყობა და საჭიროების შემთხვევაში სტრატეგიის განახლების მიზნით საქართველოს მთავრობისათვის წინადადებების შემუშავება;

ბ) სტრატეგიის სამოქმედო გეგმის შემუშავება-განხორციელებასთან დაკავშირებით საქართველოს მთავრობისათვის და შესაბამისი სახელმწიფო უწყებებისათვის წინადადებებისა და დასკვნების წარდგენა;

გ) ხელისუფლების ადგილობრივ დონეზე ეფექტიანი მართვის უზრუნველყოფის მიზნით ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმის სფეროში საქართველოს მთავრობისათვის წინადადებების მომზადება და წარდგენა;

დ) რეგიონული განვითარების სახელმწიფო პოლიტიკის რეგიონულ დონეზე დაგეგმვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის მიზნით საქართველოს მთავრობისა და შესაბამისი სახელმწიფო უწყებებისათვის წინადადებების წარდგენა;

ე) სტრატეგიისა და სტრატეგიის სამოქმედო გეგმის განხორციელების უწყებათაშორისი კოორდინაციის ხელშეწყობა;

ვ) განიხილავს საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან დასაფინანსებელ ადგილობრივი თვითმმართველობის და რეგიონულ პროექტებს ;

ზ) თვითმმართველი ერთეულების შექმნის/გაუქმების, ადმინისტრაციული ცენტრის დადგენის/შეცვლის და ადმინისტრაციული საზღვრების შეცვლის შესახებ წინადადებების, ასევე, თვითმმართველი ერთეულის (ერთეულების) შესაბამისი შუამდგომლობის საქართველოს მთავრობისთვის განსახილველად წარდგენა კოდექსის შესაბამისად;

თ) თვითმმართველი ერთეულების შექმნის/გაუქმების, ადმინისტრაციული ცენტრის დადგენის/შეცვლის და ადმინისტრაციული საზღვრების შეცვლის შესახებ თვითმმართველ ერთეულთან (ერთეულებთან) და თვითმმართველი ერთეულის (ერთეულების) მოსახლეობასთან კონსულტაციების გამართვა კოდექსის მე-12 მუხლის შესაბამისად.

საქართველოს მთავრობის 201 3 წლის 7 თებერვლის დადგენილება № 24 - ვებგვერდი, 11 .02 .201 3 წ.

საქართველოს მთავრობის 2014 წლის 13 მარტის დადგენილება № 224 – ვებგვერდი, 14 .03.2014წ.

    მუხლი 3. კომისიის უფლებამოსილებანი

კომისია უფლებამოსილია:

ა) კანონმდებლობით დადგენილი წესით გამოითხოვოს რეგიონული განვითარების პრობლემატიკასთან დაკავშირებული ნებისმიერი ინფორმაცია;

ბ) ცალკეულ საკითხთა მომზადებისა და წინადადებათა შემუშავების მიზნით შექმნას სამუშაო ჯგუფები;

გ) კონკრეტულ საკითხებზე საკონსულტაციოდ მოიწვიოს შესაბამისი დარგის სპეციალისტები;

დ) საქართველოს მთავრობასა და შესაბამის სახელმწიფო უწყებებს, მათი კომპეტენციის სფეროს შესაბამისად, წარუდგინოს წინადადებები და დასკვნები ;

ე) შეარჩიოს საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან დასაფინანსებელი ადგილობრივი თვითმმართველობის და რეგიონული პროექტები ;

ვ) საქართველოს მთავრობას განსახილველად წარუდგინოს თვითმმართველი ერთეულების შექმნის/გაუქმების, ადმინისტრაციული ცენტრის დადგენის/შეცვლის და ადმინისტრაციული საზღვრების შეცვლის შესახებ წინადადებები, ასევე, თვითმმართველი ერთეულის (ერთეულების) შესაბამისი შუამდგომლობა;

ზ) „გეოგრაფიული ობიექტების სახელდების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, მიმართოს გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა დადგენის, ნორმალიზების, გამოყენების, რეგისტრაციის, აღრიცხვისა და დაცვის სამთავრობო კომისიას თვითმმართველი ერთეულების შექმნის/გაუქმების, ასევე, თვითმმართველი ერთეულების შექმნასა და გაუქმებასთან დაკავშირებით ადმინისტრაციული ცენტრების სახელწოდებათა შეცვლის შემთხვევებში თვითმმართველი ერთეულების და თვითმმართველი ერთეულების ადმინისტრაციული ცენტრების სახელდების შესახებ დასკვნის მისაღებად;

თ) კოდექსის შესაბამისად, თვითმმართველ ერთეულთა, ტერიტორიული ოპტიმიზაციის განხორციელების მიზნით, შეიმუშაოს თვითმმართველ ერთეულთა ტერიტორიული ოპტიმიზაციის კრიტერიუმები.

საქართველოს მთავრობის 201 3 წლის 7 თებერვლის დადგენილება № 24 - ვებგვერდი, 11 .02 .201 3 წ.

საქართველოს მთავრობის 2014 წლის 13 მარტის დადგენილება № 224 – ვებგვერდი, 14 .03.2014წ.

მუხლი 31. თვითმმართველი ერთეულების შექმნის/გაუქმების, ადმინისტრაციული ცენტრის დადგენის/შეცვლის და ადმინისტრაციული საზღვრების შეცვლის თაობაზე წინადადების მომზადება და შუამდგომლობის განხილვა

1. თვითმმართველი ერთეულების შექმნა/გაუქმება, ადმინისტრაციული ცენტრის დადგენა/შეცვლა და ადმინისტრაციული საზღვრების შეცვლა ხორციელდება კოდექსის შესაბამისად.

2. თვითმმართველი ერთეულების შექმნის/გაუქმების, ადმინისტრაციული ცენტრის დადგენის/შეცვლის და ადმინისტრაციული საზღვრების შეცვლის თაობაზე თვითმმართველი ერთეულის (ერთეულების) შუამდგომლობის შემთხვევაში, კომისია ამოწმებს მის შესაბამისობას ამ დებულებითა და კოდექსით დადგენილ მოთხოვნებთან და იღებს გადაწყვეტილებას შუამდგომლობის საქართველოს მთავრობისთვის განსახილველად წარდგენის თაობაზე. შუამდგომლობის საქართველოს მთავრობისთვის განსახილველად წარდგენაზე უარი შეიძლება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ შუამდგომლობა არ აკმაყოფილებს კოდექსით დადგენილ მოთხოვნებს.

3. თვითმმართველი ერთეულების შექმნის/გაუქმების, ადმინისტრაციული ცენტრის დადგენის/შეცვლის და ადმინისტრაციული საზღვრების შეცვლის თაობაზე თვითმმართველი ერთეულის (ერთეულების) შუამდგომლობას კომისია განიხილავს და გადაწყვეტილებას იღებს შუამდგომლობის წარდგენიდან 3 თვის ვადაში.

4. თუ თვითმმართველი ერთეულის (ერთეულების) მიერ წარდგენილი შუამდგომლობა არ შეესაბამება კოდექსის მოთხოვნებს, კომისია უფლებამოსილია, შესაბამისი ხარვეზის გამოსწორების მიზნით, რეკომენდაცია გაუგზავნოს თვითმმართველ ერთეულს. თვითმმართველი ერთეული ვალდებულია ხარვეზი გამოასწოროს რეკომენდაციის მიღებიდან არაუგვიანეს სამი თვის ვადაში, წინააღმდეგ შემთხვევაში თვითმმართველმა ერთეულმა უნდა წარადგინოს ახალი შუამდგომლობა.

5. საქართველოს მთავრობისთვის წარდგენილ თვითმმართველი ერთეულის (ერთეულების) შუამდგომლობას თან ერთვის კომისიის დასკვნა.

6. კომისია უფლებამოსილია მოამზადოს თვითმმართველი ერთეულების შექმნის/გაუქმების, ადმინისტრაციული ცენტრის დადგენის/შეცვლის და ადმინისტრაციული საზღვრების შეცვლის თაობაზე წინადადება კოდექსის 152-ე მუხლის, საქართველოს მთავრობის დავალებისა და კომისიის წევრების ინიციატივის საფუძველზე.

7. კომისია უფლებამოსილია მოამზადოს და საქართველოს მთავრობას განსახილველად წარუდგნოს თვითმმართველი ერთეულების შექმნის/გაუქმების, ადმინისტრაციული ცენტრის დადგენის/შეცვლის და ადმინისტრაციული საზღვრების შეცვლის შესახებ რამდენიმე ალტერნატიული წინადადება.

საქართველოს მთავრობის 2014 წლის 13 მარტის დადგენილება № 224 – ვებგვერდი, 14 .03.2014წ.

მუხლი 32. თვითმმართველი ერთეულების შექმნის/გაუქმების, ადმინისტრაციული ცენტრის დადგენის/შეცვლის და ადმინისტრაციული საზღვრების შეცვლის თაობაზე თვითმმართველი ერთეულის მოსახლეობასთან კონსულტაციის წესი

1. თვითმმართველი ერთეულების შექმნის/გაუქმების, ადმინისტრაციული ცენტრის დადგენის/შეცვლის და ადმინისტრაციული საზღვრების შეცვლის თაობაზე თვითმმართველი ერთეულის მოსახლეობასთან კონსულტაციას, კოდექსით დადგენილ შემთხვევაში, უზრუნველყოფს კომისია.

2. თვითმმართველი ერთეულების შექმნის/გაუქმების, ადმინისტრაციული ცენტრის დადგენის/შეცვლის და ადმინისტრაციული საზღვრების შეცვლის თაობაზე თვითმმართველ ერთეულთან კონსულტაცია ხორციელდება კოდექსის შესაბამისად.

3. კომისია უზრუნველყოფს თვითმმართველი ერთეულების შექმნის/გაუქმების, ადმინისტრაციული ცენტრის დადგენის/შეცვლის და ადმინისტრაციული საზღვრების შეცვლის საკითხის საჯარო განხილვისას დაინტერესებული პირების მიერ წარდგენილი მოსაზრებების განზოგადებას და საქართველოს მთავრობისთვის/მუნიციპალიტეტის საკრებულოსთვის გადაგზავნას კოდექსით გათვალისწინებულ სხვა დოკუმენტაციასთან ერთად.

საქართველოს მთავრობის 2014 წლის 13 მარტის დადგენილება № 224 – ვებგვერდი, 14 .03.2014წ.

    მუხლი 4. კომისიის ხელმძღვანელობა

1. კომისიის თავმჯდომარე:

ა) ხელმძღვანელობს კომისიის საქმიანობას;

ბ) ამტკიცებს კომისიის სამუშაო განრიგს;

გ) იწვევს და წარმართავს კომისიის სხდომებს.

2. კომისიის თავმჯდომარის ერთ-ერთი მოადგილე, თავმჯდომარის დავალებით, ასრულებს მის უფლებამოსილებას თავმჯდომარის არყოფნისას.

3. კომისიის მდივანი:

ა) უზრუნველყოფს კომისიის სხდომის გამართვის ორგანიზებას;

ბ) პასუხისმგებელია კომისიის სხდომის ოქმის სწორად და ზუსტად შედგენის, სხდომის მასალების შენახვისა და დაცვისათვის.

4. კომისიის ერთ-ერთი წევრი თავმჯდომარის დავალებით ასრულებს კომისიის მდივნის უფლებამოსილებას  მისი არყოფნისას.

საქართველოს მთავრობის 2017 წლის 3  აგვისტოს დადგენილება №375  – ვებგვერდი, 07.08.2017წ.

    მუხლი 5. კომისიის სხდომის გამართვისა და გადაწყვეტილების მიღების წესი

1. კომისია საქმიანობას ახორციელებს სხდომების მეშვეობით. კომისიის სხდომას იწვევს კომისიის თავმჯდომარე საკუთარი ინიციატივით ან კომისიის წევრის წერილობითი თხოვნის საფუძველზე. სხდომას უძღვება კომისიის თავმჯდომარე, ხოლო მისი არყოფნის შემთხვევაში – თავმჯდომარის მოადგილე.

2. კომისიის სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება კომისიის წევრთა სრული შემადგენლობის ნახევარზე მეტი.

3. კომისიის სხდომის გადაწყვეტილება მიღებულად ჩაითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს კომისიის დამსწრე წევრთა ნახევარზე მეტი. გადაწყვეტილების მიღება ხდება კენჭისყრის წესით. ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტია სხდომის თავმჯდომარის ხმა.

4. კომისიის გადაწყვეტილება ფორმდება სხდომის ოქმით, რომელსაც ხელს აწერენ სხდომის თავმჯდომარე და კომისიის მდივანი. ოქმში უნდა აისახოს კომისიის ნებისმიერი წევრის მიერ კენჭისყრაში მონაწილეობაზე თავშეკავების, უარის თქმის მიზეზი ან სხდომაზე გამოთქმული ნებისმიერი განსხვავებული აზრი.

5. საჭიროების შემთხვევაში, კომისიის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით, კომისიის მუშაობაში მონაწილეობის მისაღებად, სათათბირო ხმის უფლებით შეიძლება მოწვეულ იქნენ სახელმწიფო რწმუნებულები − გუბერნატორები, ასევე სხვა პირები, რომლებიც არ შედიან კომისიის შემადგენლობაში. ამასთან, კომისიის წევრები და კომისიის შემადგენლობაში სათათბირო ხმის უფლებით მოწვეული პირები კომისიის მუშაობაში უნდა მონაწილეობდნენ პირადად.

საქართველოს მთავრობის 2017 წლის 26  იანვრის  დადგენილება №43  - ვებგვერდი, 30.01.2017წ.  

    მუხლი 6. კომისიის საქმიანობის ორგანიზაციულ-ტექნიკური უზრუნველყოფა

კომისიის საქმიანობის ორგანიზაციულ-ტექნიკურ უზრუნველყოფას ახორციელებს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო.

კრებსითი — სრული ვერსია