„საქართველოს მთავრობასა და ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობას შორის ზოგიერთი კულტურული ფასეულობის დაცვისა და შენარჩუნების შესახებ“ შეთანხმების დამტკიცებისა და ძალაში შესვლის თაობაზე“

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
დოკუმენტის ნომერი
431
მიმღები ორგანო
საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი
2008-09-05
გამოქვეყნების თარიღი
2008-09-08
სარეგისტრაციო კოდი
480.140.010.08.002.004.
„საქართველოს მთავრობასა და ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობას შორის ზოგიერთი კულტურული ფასეულობის დაცვისა და შენარჩუნების შესახებ“ შეთანხმების დამტკიცებისა და ძალაში შესვლის თაობაზე“

საქართველოს პრეზიდენტის

 ბრძანებულება №431

2008 წლის 5 სექტემბერი

 ქ. თბილისი

„საქართველოს მთავრობასა და ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობას შორის ზოგიერთი კულტურული ფასეულობის დაცვისა და შენარჩუნების შესახებ“ შეთანხმების დამტკიცებისა და ძალაში შესვლის თაობაზე

1. ძალაში შესვლის მიზნით დამტკიცდეს ქ. ვაშინგტონში 2008 წლის 28 ივლისს ხელმოწერილი შეთანხმება „საქართველოს მთავრობასა და ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობას შორის ზოგიერთი კულტურული ფასეულობის დაცვისა და შენარჩუნების შესახებ“.

2. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ (ე. ტყეშელაშვილი):

ა) აცნობოს საქართველოს პარლამენტს ამ ბრძანებულების პირველ პუნქტში აღნიშნული შეთანხმების დადების შესახებ;

ბ) შეატყობინოს ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობას ამ ბრძანებულების პირველ პუნქტში აღნიშნული შეთანხმების ძალაში შესვლისათვის აუცილებელი საქართველოს შიდასახელმწიფოებრივი სამართლებრივი პროცედურის შესრულების თაობაზე.

მ. სააკაშვილი

 

კრებსითი — სრული ვერსია