,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – თბილისის ეკონომიკურ ურთიერთობათა სახელმწიფო ინსტიტუტისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირის – თბილისის ბიზნესის სახელმწიფო ინსტიტუტის გაერთიანების შესახებ“

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
146
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2005-08-25
გამოქვეყნების თარიღი
2005-08-26
სარეგისტრაციო კოდი
040.030.000.10.003.000.280
,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – თბილისის ეკონომიკურ ურთიერთობათა სახელმწიფო ინსტიტუტისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირის – თბილისის ბიზნესის სახელმწიფო ინსტიტუტის გაერთიანების შესახებ“

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №146

2005 წლის 25 აგვისტო

ქ. თბილისი

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – თბილისის ეკონომიკურ ურთიერთობათა სახელმწიფო ინსტიტუტისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირის – თბილისის ბიზნესის სახელმწიფო ინსტიტუტის გაერთიანების შესახებ

,,უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის მე-13 მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე:

1. განხორციელდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – თბილისის ეკონომიკურ ურთიერთობათა სახელმწიფო ინსტიტუტისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირის – თბილისის ბიზნესის სახელმწიფო ინსტიტუტის რეორგანიზაცია მათი გაერთიანების სახით.

2. პირველი პუნქტით განსაზღვრულ დაწესებულებათა რეორგანიზებულ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას სტატუსად განესაზღვროს უნივერსიტეტი და ეწოდოს ,,თბილისის ეკონომიკურ ურთიერთობათა სახელმწიფო უნივერსიტეტი”.

3. თბილისის ეკონომიკურ ურთიერთობათა სახელმწიფო უნივერსიტეტის მიზნად განისაზღვროს ,,უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონით გათვალისწინებული საგანმანათლებლო საქმიანობის განხორციელება.

4. საჯარო სამართლის იურიდიული პირის – თბილისის ეკონომიკურ ურთიერთობათა სახელმწიფო უნივერსიტეტის სახელმწიფო კონტროლი განახორციელოს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ.

5. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ (ა. ლომაია) საჯარო სამართლის იურიდიული პირის – თბილისის ეკონომიკურ ურთიერთობათა სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდება დაამტკიცოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

6. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ უზრუნველყოს სსიპ ,,თბილისის ეკონომიკურ ურთიერთობათა სახელმწიფო უნივერსიტეტისათვის” გაერთიანებული ინსტიტუტების ბალანსებზე რიცხული სახელმწიფო ქონების გადაცემა კანონმდებლობით დადგენილი წესით.

7. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი ზ. ნოღაიდელი

 

კრებსითი — სრული ვერსია