ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №19
2010 წლის 1 ოქტომბერი
ქ. ჭიათურა
„ჭიათურის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ “ ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 06 აგვისტოს №5 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტისა და 43-ე მუხლის მე-2 პუნქტის, აგრეთვე „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე- 2 0 მუხლის მე-4 პუნქტის და 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად
ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:
მუხლი 1
„ჭიათურის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ “ ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 6 აგვისტოს №5 დადგენილების პირველი მუხლით დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
ა) დებულების მე-10 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ 4. გამგეობის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის მიერ თანამდებობრივ უფლებამოსილებათა შესრულების შეუძლებლობის შემთხვევაში მის მოვალეობას, გამგებლის დავალებით, ასრულებს გამგეობის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის ერთ-ერთი განყოფილების უფროსი ან სტრუქტურული ერთეულის ერთ-ერთი მოხელე. “.
ბ) დებულების მე-17 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ 2. გამგეობის მოხელე თანამდებობაზე ინიშნება:
ა) კონკურსის წესით;
ბ) უკონკურსოდ, ამ დებულების მე-18 მუხლით განსაზღვრულ შემთხვევებში. “.
გ) დებულების მე-20 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ 1. გამგეობის მოხელე სამ წელიწადში ერთხელ ექვემდებარება ატესტაციას. “.
დ) ძალადაკარგულად გამოცხადდეს:
დ.ა) დებულების მე-18 მუხლი ს „გ“ ქვეპუნქტი;
დ.ბ) დებულების მე-19 მუხლი;
დ.გ) დებულების 21-ე მუხლი.
მუხლი 2
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარ ე ი. ჭუმბურიძე