აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს 2011 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ

დოკუმენტის ტიპი
ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოს დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
95-უ.ს.რ.ს
მიმღები ორგანო
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანო
მიღების თარიღი
2010-09-28
გამოქვეყნების თარიღი
2011-12-15
სარეგისტრაციო კოდი
190040000.31.056.016001
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს 2011 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს

დადგენილება

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს 2011 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო ადგენს:

1. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტის 1381 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, დამტკიცდეს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს 2011 წლის ბიუჯეტი.

2. უმაღლესი საბჭოს 2011 წლის ბიუჯეტი განისაზღვროს 5 196,1 ათასი ლარის ოდენობით, მათ შორის:

ა) ხარჯები 3 448, 3 ათასი ლარი;

ა.ა) შრომის ანაზღაურება 2 315, 5 ათასი ლარი;

ა.ბ.) საქონელი და მომსახურება 1 095,7 ათასი ლარი;

ა.გ) სოციალური უზრუნველყოფა 2,1 ათასი ლარი;

ა.დ) სხვა ხარჯები 34, 9 ათასი ლარი;

ბ) არაფინანსური აქტივების ზრდა 1 747,6 ათასი ლარი;

გ) ვალდებულებების კლება 0,2 ათასი ლარი.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს 2010 წლის 16 დეკემბრის დადგენილება №104-უ.ს.შ.ს.-სსმIII, №166, 20.12.2010წ.,მუხ.2385

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს 2011 წლის 24 ივნისის დადგენილება №120-უ.ს.რ.ს. - ვებგვერდი, 04.07.2011წ.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს 2011 წლის 26 სექტემბრის დადგენილება №135 - უ.ს.რ.ს - ვებგვერდი, 29.09.2011 წ.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს 2011 წლის 15 დეკემბრის დადგენილება №148 - უ.ს.შ.ს. - ვებგვერდი, 22.12.2011 წ.

3. უმაღლესი საბჭოს მომუშავეთა რიცხოვნობა განისაზღვროს 93 საშტატო ერთეულით, მათ შორის, უმაღლესი საბჭოს 18 წევრი.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს 2011 წლის 30 მარტის დადგენილება №112-უ.ს.რ.ს. -ვებგვერდი, 05.04.2011წ.

4. აღნიშნული დადგენილებით განსაზღვრული თანხები გათვალისწინებულ იქნეს ,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2011 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის პროექტში.

5. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

თავმჯდომარე      მ. მახარაძე

შეტანილი ცვლილებები:

1. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს 2010 წლის 16 დეკემბრის დადგენილება №104-უ.ს.შ.ს. -სსმIII, №166, 20.12.2010წ.,მუხ.2385

2. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს 2011 წლის 30 მარტის დადგენილება №112-უ.ს.რ.ს. -ვებგვერდი, 05.04.2011წ.

3. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს 2011 წლის 24 ივნისის დადგენილება №120-უ.ს.რ.ს. - ვებგვერდი, 04.07.2011წ.

4. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს 2011 წლის 26 სექტემბრის დადგენილება №135 - უ.ს.რ.ს - ვებგვერდი, 29.09.2011 წ.

5. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს 2011 წლის 15 დეკემბრის დადგენილება №148 - უ.ს.შ.ს. - ვებგვერდი, 22.12.2011 წ.

 

ბათუმი,

2010 წლის 28 სექტემბერი

№95 –  უ.ს.რ.ს

კრებსითი — სრული ვერსია