„საქართველოს საგარეო დაზვერვის სპეციალური სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 14 მარტის №146 ბრძანებულებაში ცვლილებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
დოკუმენტის ნომერი
397
მიმღები ორგანო
საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი
2008-08-04
გამოქვეყნების თარიღი
2008-08-05
სარეგისტრაციო კოდი
130.060.000.08.002.004
„საქართველოს საგარეო დაზვერვის სპეციალური სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 14 მარტის №146 ბრძანებულებაში ცვლილებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“

საქართველოს პრეზიდენტის

 ბრძანებულება №397

2008 წლის 4 აგვისტო

 ქ. თბილისი

„საქართველოს საგარეო დაზვერვის სპეციალური სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 14 მარტის    №146 ბრძანებულებაში ცვლილებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, „საქართველოს საგარეო დაზვერვის სპეციალური სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 14 მარტის №146 ბრძანებულებაში (სსმ III, 2008 წ., №41, მუხ. 474) შეტანილ იქნეს ცვლილება და დამატებები და ბრძანებულებით დამტკიცებული დებულების მე-20 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,1. სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფებია:

ა) ანალიტიკური დირექტორატი – უზრუნველყოფს სამსახურის მიერ მოპოვებული და სამსახურში შემოსული სადაზვერვო ინფორმაციის დაგროვებას, ანალიზს, სისტემურ დამუშავებას და სამსახურის მიერ წარსადგენი დოკუმენტების მომზადებას;

ბ) ინფორმაციის დირექტორატი – უზრუნველყოფს სამსახურის უფროსის მიერ დამტკიცებული სადაზვერვო გეგმის შესაბამისად სადაზვერვო ინფორმაციის მოპოვებას ოპერატიული და ღია წყაროებიდან, ასევე ახორციელებს საგარეო კონტრდაზვერვით საქმიანობას;

გ) ადმინისტრაციული დირექტორატი – ახორციელებს სამსახურის საკადრო, სამართლებრივ, საფინანსო, სამეურნეო, ტექნიკურ, საქმისწარმოებით, საპროტოკოლო უზრუნველყოფას, მოსამსახურეთა სპეციალურ მომზადებას, სამსახურის საზოგადოებასთან და მასობრივი ინფორმაციის საშუალებებთან ურთიერთობის კოორდინაციას;

დ) უსაფრთხოების დირექტორატი – უზრუნველყოფს სამსახურის საკუთარ უსაფრთხოებას, ახორციელებს სამსახურის ინსპექტირებას, სამსახურის მოსამსახურეების სპეციალურ შემოწმებას;

ე) ტექნიკური დაზვერვის დირექტორატი – უზრუნველყოფს სადაზვერვო ინფორმაციის მოპოვებას ტექნიკური საშუალებების გამოყენებით;

ვ) არქივი (სამმართველო) – უზრუნველყოფს ოპერატიულ აღრიცხვას და საარქივო საქმისწარმოებას.“.

2. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

მ. სააკაშვილი

კრებსითი — სრული ვერსია