„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – კლასიკური მუსიკის დაცვის, განვითარებისა და პოპულარიზაციის ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის 2010 წლის 11 მარტის №3/38 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მინისტრის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
3/165
მიმღები ორგანო
საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი
მიღების თარიღი
2010-08-23
გამოქვეყნების თარიღი
2010-08-27
სარეგისტრაციო კოდი
040030000.22.054.015079
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – კლასიკური მუსიკის დაცვის, განვითარებისა და პოპულარიზაციის ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის 2010 წლის 11 მარტის №3/38 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.22.054.015.079

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის

ბრძანება №3/165

2010 წლის 23 აგვისტო

ქ. თბილისი

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – კლასიკური მუსიკის დაცვის, განვითარებისა და პოპულარიზაციის ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის 2010 წლის 11 მარტის №3/38 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, ვბრძანებ:

    მუხლი 1.

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – კლასიკური მუსიკის დაცვის, განვითარებისა და პოპულარიზაციის ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის 2010 წლის 11 მარტის №3/38 ბრძანებით დამტკიცებულ დებულებაში (სსმ III, 2010 წ, №26, მუხ. 388) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. მე-3 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. ცენტრის გენერალურ სამხატვრო ხელმძღვანელს და გენერალურ მენეჯერს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი.“.

2. მე-3 მუხლის მე-6 პუნქტის „მ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მ) უფლებამოსილია საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს წარუდგინოს ცენტრის მართვის სტრუქტურული გეგმა, ფინანსური რესურსების მართვის სტრატეგია, ცენტრის ბიუჯეტი;“.

3. მე-3 მუხლის მე-5 პუნქტის „ო“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ო) ცენტრის რეორგანიზაციისა და ლიკვიდაციის შესახებ წინადადება ცენტრის სამხატვრო ხელმძღვანელთან ერთად წარუდგინოს საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს.“.

4. მე-7 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ცენტრს მხოლოდ საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს თანხმობით შეუძლია განახორციელოს შემდეგი საქმიანობა:

ა) უძრავი ქონების შეძენა, გასხვისება და ვალდებულებებით დატვირთვა;

ბ) სესხის აღება;

გ) თავდებობა;

დ) საშტატო განრიგისა და ხელფასის ფონდის განსაზღვრა;

ე) თანამშრომელთა მატერიალური წახალისებისათვის გამოსაყოფი სახსრების, აგრეთვე ცენტრის მიერ შესაძენი საწვავისა და გასაწევი საკომუნიკაციო ხარჯების ლიმიტების განსაზღვრა ;

ვ) სხვა გადაწყვეტილებათა მიღება ცენტრის ქონებასთან დაკავშირებით, რომლებიც სცილდება ჩვეულებრივი საქმიანობის ფარგლებს.“.

5. მე-9 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ცენტრის სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანო კანონმდებლობით დადგენილი უფლებამოსილების ფარგლებში არის საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, რომელსაც უფლება აქვს მოითხოვოს კონტროლის განსახორციელებლად საჭირო მასალებისა და ინფორმაციის წარმოდგენა.“.

    მუხლი 2.

ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ნ. რურუა

 

კრებსითი — სრული ვერსია