„სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 31 მარტის №71 ბრძანებაში დამატებების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მინისტრის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
146
მიმღები ორგანო
საქართველოს იუსტიციის მინისტრი
მიღების თარიღი
2010-08-06
გამოქვეყნების თარიღი
2010-08-10
სარეგისტრაციო კოდი
170040000.22.027.014943
„სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 31 მარტის №71 ბრძანებაში დამატებების შეტანის შესახებ

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 170.040.000.22.027.014.943

საქართველოს იუსტიციის მინისტრის

ბრძანება №146

2010 წლის 6 აგვისტო

ქ. თბილისი

„სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 31 მარტის №71 ბრძანებაში დამატებების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

    მუხლი 1.

„სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 31 მარტის №71 ბრძანებით (სსმ. III, 2010წ., №33, მუხ. 517) დამტკიცებული ინსტრუქციის 52-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 და მე4 პუნქტები:

„3. დასაშვებია მინდობილობის/რწმუნებულების დამოწმება კომუნიკაციის ელექტრონული საშუალების გამოყენებით იმ შემთხვევაში, თუ ელექტრონული კომუნიკაცია სანოტარო მოქმედების შესრულებისას იძლევა მინდობილობის/რწუნებულების გამცემის და ნოტარიუსის პირდაპირი ვიზუალური კონტაქტის საშუალებას და მინდობილობის/რწმუნებულების გამცემი პიროვნება ნოტარიუსისათვის ცნობილია ან შესაძლებელია მისი იდენტიფიცირება და პირადობის დადასატურება ამ ინსტრუქციის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი წესით. ასეთ შემთხვევაში სავალდებულოა სანოტარო მოქმედების ჩაწერა ვიდეო- ფაილის სახით. მინდობილობის/რწმუნებულების ტექსტში (ან დამადასტურებელ წარწერაში) უნდა აღინიშნოს კომუნიკაციის ელექტრონული საშუალების გამოყენებით მინდობილობის/რწმუნებულების დამოწმების თაობაზე.

4.  კომუნიკაციის ელექტრონული საშუალების გამოყენებით მინდობილობის/რწმუნებულების დამოწმებისას მინდობილობის/რწმუნებულების გამცემი პირის ნაცვლად და მისი თხოვნით, ხელს აწერს სხვა პირი, ამ ინსტრუქციის 29-ე მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი წესით. ამასთან, ხელმომწერი პირის გარდა, სავალდებულოა დამატებით მოწმის დასწრებაც, რომელიც ხელს აწერს სანოტარო აქტს.“.

    მუხლი 2.

ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ზ. ადეიშვილი

 

კრებსითი — სრული ვერსია