„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულების – საარქივო სამმართველოს დებულების დამტკიცების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2010 წლის 17 ივნისის №22 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
40
მიმღები ორგანო
ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა
მიღების თარიღი
2010-07-13
გამოქვეყნების თარიღი
2010-08-04
სარეგისტრაციო კოდი
450090050.32.040.000045
„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულების – საარქივო სამმართველოს დებულების დამტკიცების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2010 წლის 17 ივნისის №22 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 450.090.050.32.040.000.045

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის

დადგენილება №40

2010 წლის 13 ივლისი

ქ. ბათუმი

,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულების – საარქივო სამმართველოს დებულების დამტკიცების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2010 წლის 17 ივნისის №22 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის მე-8 მუხლის ,,ბ“ ქვეპუნქტისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესა­ბა­მი­სად:

1. ,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულების – საარქივო სამმართველოს დებულების დამტკიცების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბ­ლიკის მთავრობის 2010 წლის 17 ივნისის №22 დადგენილებაში (გაზეთი „აჭარა“ №67(23.282), 22-23 ივნისი, 2010 წელი) შეტანილი იქნეს ცვლილება და დადგენილების მე-2 პუნქტი ჩამო­ყა­ლიბ­დეს შემდეგი რედაქციით:

„2. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულების – საარქივო სამმართველოს საჯარო მოსამსახურეთა რიცხოვნება განისაზღვროს 80 (ოთხმოცი) საშტატო ერთეულით, მათ შორის, სამმართველოს მოსამსახურეთა რიცხოვნობა 65 (სამოც­და­ხუ­თი) საშტატო ერთეულით.“.

2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

მთავრობის თავმჯდომარე  ლ. ვარშალომიძე

 

კრებსითი — სრული ვერსია