საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საინვესტიციო რისკების მართვის სააგენტოს ლიკვიდაციის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
დოკუმენტის ნომერი
503
მიმღები ორგანო
საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი
2010-07-15
გამოქვეყნების თარიღი
2010-07-15
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.000.000000
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საინვესტიციო რისკების მართვის სააგენტოს ლიკვიდაციის შესახებ

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №503

2010 წლის 15 ივლისი

ქ. თბილისი

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საინვესტიციო რისკების მართვის სააგენტოს ლიკვიდაციის შესახებ

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 და მე-17 მუხლებისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის შესაბამისად:

1. განხორციელდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საინვესტიციო რისკების მართვის სააგენტოს (შემდეგში – სააგენტო) ლიკვიდაცია 2010 წლის 1 აგვისტოსათვის.

2. სააგენტოს ლიკვიდაციის შემდეგ სააგენტოს ცალკეული ფუნქციები, საქართველოს ფინანსთა მინისტრის შესაბამისი გადაწყვეტილების საფუძველზე, განახორციელოს საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტომ.

3. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ უზრუნველყოს სააგენტოს ლიკვიდაციასთან დაკავშირებული კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელება.

4. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საინვესტიციო რისკების მართვის სააგენტოს დაფუძნების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 4 მარტის №84 ბრძანებულება.

5. ეს ბრძანებულება, გარდა მე-2 და მე-4 პუნქტებისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

6. ამ ბრძანებულების მე-2 და მე-4 პუნქტები ამოქმედდეს 2010 წლის 1 აგვისტოდან.

მ. სააკაშვილი

კრებსითი — სრული ვერსია