„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – დაცვის პოლიციის დეპარტამენტის მოსამსახურეთა ფორმის ტანსაცმლისა და ატრიბუტიკის შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 28 დეკემბრის №1633 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მინისტრის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
790
მიმღები ორგანო
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი
2010-09-06
გამოქვეყნების თარიღი
2010-09-09
სარეგისტრაციო კოდი
040030000.22.034.015141
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – დაცვის პოლიციის დეპარტამენტის მოსამსახურეთა ფორმის ტანსაცმლისა და ატრიბუტიკის შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 28 დეკემბრის №1633 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.22.034.015.141

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის

ბრძანება № 790

2010 წლის 6 სექტემბერი

ქ . თბილისი

„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – დაცვის პოლიციის დეპარტამენტის მოსამსახურეთა ფორმის ტანსაცმლისა და ატრიბუტიკის შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 28 დეკემბრის №1633 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 27 დეკემბრის №614 ბრძანებულებით დამტკიცებული დებულების მე-11 პუნქტის „ა“ და  „ნ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:

    მუხლი 1

„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – დაცვის პოლიციის დეპარტამენტის მოსამსახურეთა ფორმის ტანსაცმლისა და ატრიბუტიკის შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 28 დეკემბრის №1633 ბრძანების პირველი პუნქტით დამტკიცებული დანართის №1, №2, №3, №4, №5, №6, №8, №9, №12, №13 პლანშეტები ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.

    მუხლი 2

ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ი. მერაბიშვილი

პლანშეტი №1

ყოველდღიური საზაფხულო ფორმა – დამცავი (რუხი-მწვანე ტონალობის) ფერის ლამპასიანი შავი ფერის შარვალი. შავი წინაფრიანი ქუდი (ან შავი კეპი); შავი ფერის პილოტური ქუდი, დამცავი (რუხი-მწვანე ტონალობის) ფერის კანტით; შავი ფერის ბერეტი; მუქი დამცავი (რუხი-მწვანე ტონალობის) ფერის ბერეტი; დამცავი (რუხი-მწვანე ტონალობის) ფერის პერანგი; შავი ჰალსტუხი;  თეთრი  მაისური ან მაისურის გარეშე ; შავი ფეხსაცმელი.

სახელმწიფო სპეციალური წოდების (შემდგომში – წოდება)  შესაბამისი  ფურნიტურა და ატრიბუტიკა.

 

პლანშეტი №2

ყოველდღიური საზაფხულო ფორმა – დამცავი (რუხი-მწვანე ტონალობის) ფერის ლამპასიანი შავი ფერის შარვალი. შავი წინაფრიანი ქუდი (ან შავი კეპი); შავი ფერის პილოტური ქუდი, დამცავი (რუხი-მწვანე ტონალობის) ფერის კანტით; შავი ფერის ბერეტი; მუქი დამცავი (რუხი-მწვანე ტონალობის) ფერის ბერეტი;  დამცავი (რუხი-მწვანე ტონალობის) ფერის პერანგი; თეთრი მაისური ან მაისურის გარეშე ; შავი ფეხსაცმელი.

წოდების შესაბამისი ფურნიტურა და ატრიბუტიკა.

პლანშეტი  №3

ყოველდღიური საზაფხულო ფორმა – დამცავი (რუხი-მწვანე ტონალობის) ფერის ლამპასიანი შავი ფერის შარვალი. შავი ფერის კეპი; დამცავი (რუხი-მწვანე ტონალობის) ფერის მაისური მოკლე სახელოთი; შავი ფეხსაცმელი.

წოდების შესაბამისი ფურნიტურა და ატრიბუტიკა.

ყოველდღიური საგაზაფხულო-საშემოდგომო ფორმა

პლანშეტი №4

1. ყოველდღიური საგაზაფხულო-საშემოდგომო ფორმა – დამცავი რუხი ფერის ლამპასიანი შავი ფერის შარვალი. შავი პიჯაკი ღილკილოთი; შავი წინაფრიანი ქუდი; შავი ფერის პილოტური ქუდი, დამცავი (რუხი-მწვანე ტონალობის) ფერის კანტით; შავი ფერის ბერეტი; მუქი დამცავი (რუხი-მწვანე ტონალობის) ფერის ბერეტი;   დამცავი (რუხი-მწვანე ტონალობის) ფერის პერანგი; შავი ჰალსტუხი; თეთრი  მაისური ან მაისურის გარეშე; შავი ფეხსაცმელი (ან მაღალყელიანი დათბუნებული ფეხსაცმელი).

წოდების შესაბამისი ფურნიტურა და ატრიბუტიკა.

2. ყოველდღიური საგაზაფხულო-საშემოდგომო ფორმა – დამცავი რუხი ფერის ლამპასიანი შავი ფერის შარვალი. შავი მოკლე ქურთუკი; შავი წინაფრიანი ქუდი (ან შავი კეპი); შავი ფერის პილოტური ქუდი, დამცავი (რუხი-მწვანე ტონალობის) ფერის კანტით; შავი ფერის ბერეტი; მუქი დამცავი (რუხი-მწვანე ტონალობის) ფერის ბერეტი;  დამცავი (რუხი-მწვანე ტონალობის) ფერის პერანგი; შავი ჰალსტუხი; თეთრი  მაისური ან მაისურის გარეშე;  შავი ფეხსაცმელი.

წოდების შესაბამისი ფურნიტურა და ატრიბუტიკა.

პლანშეტი №5

 

ყოველდღიური ზამთრის ფორმა – დამცავი (რუხი-მწვანე ტონალობის) ფერის ლამპასიანი შავი ფერის შარვალი. შავი მოკლე დათბუნებული ქურთუკი; შავი წინაფრიანი ქუდი (ან შავი კეპი); შავი ფერის ბერეტი; დამცავი (რუხი-მწვანე ტონალობის) ფერის პერანგი; შავი ჰალსტუხი; თეთრი  მაისური ან მაისურის გარეშე ; შავი ფეხსაცმელი.

წოდების შესაბამისი ფურნიტურა და ატრიბუტიკა.

 

ყოველდღიური ზამთრის ფორმა

პლანშეტი №6

1. ყოველდღიური ზამთრის ფორმა – დამცავი რუხი ფერის ლამპასიანი  შავი ფერის შარვალი. შავი ფერის პალტო; შავი წინაფრიანი ქუდი; შავი ფერის პილოტური ქუდი, დამცავი (რუხი-მწვანე ტონალობის) ფერის კანტით; შავი ფერის ბერეტი; მუქი დამცავი (რუხი-მწვანე ტონალობის) ფერის ბერეტი; დამცავი (რუხი-მწვანე ტონალობის) ფერის პერანგი; რუხი ფერის ყელსახვევი; თეთრი  მაისური ან მაისურის გარეშე; შავი ფეხსაცმელი (ან მაღალყელიანი დათბუნებული ფეხსაცმელი).

წოდების შესაბამისი ფურნიტურა და ატრიბუტიკა.

2.  ყოველდღიური ზამთრის ფორმა – დამცავი (რუხი-მწვანე ტონალობის) ფერის ლამპასიანი  შავი ფერის შარვალი. შავი გრძელი დათბუნებული ქურთუკი; შავი ფერის დათბუნებული კეპი; შავი ფერის პილოტური ქუდი, დამცავი (რუხი-მწვანე ტონალობის) ფერის კანტით; შავი ფერის ბერეტი; მუქი დამცავი (რუხი-მწვანე ტონალობის) ფერის ბერეტი; თეთრი მაისური ან მაისურის გარეშე; შავი ფეხსაცმელი (ან მაღალყელიანი დათბუნებული ფეხსაცმელი).

წოდების შესაბამისი ფურნიტურა და ატრიბუტიკა.

სააღლუმო გამოსასვლელი ფორმა

პლანშეტი №8

სააღლუმო გამოსასვლელი ფორმა – სააღლუმო გამოსასვლელი დამცავი რუხი ფერის ლამპასიანი შავი ფერის შარვალი. შავი ერთბორტიანი პიჯაკი ოქროსფერი აქსელბანდით და ღილკილოთი; შავი წინაფრიანი ქუდი; დამცავი (ღია-ცისფერი ტონალობის) ფერის პერანგი; შავი ჰალსტუხი; შავი ფეხსაცმელი.

წოდების შესაბამისი ატრიბუტიკა და ფურნიტურა. 

 

                                                                                                          

 

 

 

 

                                                                                                               

 

 

 

 

 

ყოველდღიური სპეციალური ფორმა

პლანშეტი №9

1. ყოველდღიური სპეციალური ფორმა – შავი ფერის საველე ქურთუკი; შავი ფერის საველე შარვალი; შავი ფერის მაისური;  შავი ფერის პულოვერი; შავი ფერის მაღალყელიანი ფეხსაცმელი.

წოდების შესაბამისი ფურნიტურა და ატრიბუტიკა.

2. ყოველდღიური სპეციალური ფორმა – კომუფლირებული საველე ქურთუკი; კომუფლირებული მაისური; კომუფლირებული პულოვერი;  შავი ფერის მაღალყელიანი ფეხსაცმელი; წოდების შესაბამისი ფურნიტურა და ატრიბუტიკა.

3.   შავი ფერის ბერეტი; მუქი დამცავი (რუხი-მწვანე ტონალობის) ფერის ბერეტი.

                                         

                   

ქუდის ემბლემა (კოკარდა)

                            

 

სამკერდე ემბლემა

                                           

                       

                  სამკლაური ემბლემა                              ღილკილო

 

 

პლანშეტი № 12

1. ქუდის ემბლემა (კოკარდა) – სტილიზებული ჰერალდიკური ფარი, რომლის წითელ (მეწამულ) ველზე გამოსახულია ორი გადაჯვარედინებული ყვითელი (ოქროს) აფთი.

2. ქუდის ემბლემა (კოკარდა)  – ფონი – ვერცხლისფერი შვიდქიმიანი სხივებიანი ვარსკვლავი. მასზე გამოსახულია სახელმწიფო გერბის ოქროსფერი სტილიზებული კომპოზიცია. ჰერალდიკურ  ფარზე ამოტვიფრულია ლაჟვარდისფერ ველზე გადაჯვარედინებული აფთები. უპყრიათ ფარისმტვირთველებს – ლომებს, რომლებიც დგანან სადევიზო ბაფთაზე, რომელზედაც ამოტვიფრულია შავი მინანქრით წარწერა „დაცვის პოლიცია” და ინგლისურ ენაზე „POLICE”.

2 1 . ქუდის ემბლემა (კოკარდა)  – ფონი – შავი შვიდქიმიანი სხივებიანი ვარსკვლავი. მასზე გამოსახულია სახელმწიფო გერბის ოქროსფერი სტილიზებული კომპოზიცია. ჰერალდიკურ ფარზე ამოტვიფრულია წითელ (მეწამულ) ველზე გადაჯვარედინებული აფთები. უპყრიათ ფარისმტვირთველებს – ლომებს, რომლებიც დგანან სადევიზო ბაფთაზე, რომელზედაც ამოტვიფრულია ოქროსფერი მინანქრით წარწერა „დაცვის პოლიცია” და ინგლისურ ენაზე „POLICE”.

3. სამკერდე ემბლემა – სტილიზებული ჰერალდიკური ფარი. ცენტრში მრგვალი მედალიონი, რომლის ოქროს ველზე გამოსახულია ორ გადაჯვარედინებულ აფთზე განთავსებული ოქროსფერი ჰერალდიკური ფარი მეწამულ (წითელ) ველზე გამოსახული ოქროსფერი ლომით – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ემბლემა. მას აგვირგვინებს „ივერიული” გვირგვინი. მედალიონის გარშემო ლურჯ (ლაჟვარდოვან) ველზე არის ოქროსფერი წარწერა „დაცვის პოლიცია” და ინგლისურ ენაზე „POLICE”.

3 1 . სამკერდე ემბლემა – სტილიზებული ჰერალდიკური ფარი. ცენტრში გამოსახულია ორ გადაჯვარედინებულ აფთზე განთავსებული ოქროსფერი ჰერალდიკური ფარი მეწამულ (წითელ) ველზე გამოსახული ოქროსფერი ლომით – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ემბლემა. მას აგვირგვინებს „ივერიული” გვირგვინი. ფარზე ამოტვიფრულია ოქროსფერი წარწერა „დაცვის პოლიცია” და ინგლისურ ენაზე “POLICE”.

3 2 . სამკერდე ემბლემა – სტილიზებული ჰერალდიკური ფარი. ცენტრში გამოსახულია ორ გადაჯვარედინებულ აფთზე განთავსებული ოქროსფერი ჰერალდიკური ფარი მეწამულ (წითელ) ველზე გამოსახული ოქროსფერი ლომით – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ემბლემა. მას აგვირგვინებს „ივერიული” გვირგვინი. ფარზე ამოტვიფრულია თეთრი ფერის წარწერა „დაცვის პოლიცია” და ინგლისურ ენაზე „POLICE”.

4.  სამკლა ვ ური ემბლემა – სტილიზებული ჰერალდიკური ფარი. შავ ველზე, რომელსაც გარს არტყამს ოქროსფერი (ყვითელი) კანტი, გამოსახულია დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ემბლემა – ორ გადაჯვარედინებულ აფთზე განთავსებული ოქროსფერი ჰერალდიკური ფარი, რომელზედაც გამოსახულია მეწამულ (წითელ) ველზე  გამოსახული ლომი. კომპოზიციის ზედა მხარეს არის ოქროსფერი (ყვითელი) წარწერა „საქართველო”, ქვედა ნაწილში კი ოქროსფერ (ყვითელ) სადევიზე ბაფთაზე – „დაცვის პოლიციის დეპარტამენტი”.

5. ღილკილო –  საყელოს შავ ველზე გამოსახული ოქროსფერი ლომი.

 

 

 

წოდების აღნიშვნები

პლანშეტი №13

წოდების აღნიშვნები სამხრეების, სამკლავე დანაკერებისა (შევრონი) და ღილკილოების სახით.

1. პოლიციის გენერალ-მაიორი

სამხრე – შავი ფერის სამხრე (მანჟეტი), ოქროსფერი კანტებით,  სტილიზებული ორნამენტი, ერთი ვარსკვლავი. შევრონი – სამკლავ ური ოქროსფერი ერთი ხვეული და ერთი ვარსკვლავი. ღილკილო – საყელოზე განთავსებული ერთი ვარსკვლავი, სტილიზებული ორნამენტი.

2. პოლიციის გენერალ-ლეიტენანტი

სამხრე – შავი ფერის სამხრე (მანჟეტი), ოქროსფერი კანტებით, სტილიზებული ორნამენტი, ორი ვარსკვლავი. შევრონი – სამკლავ ური ოქროსფერი ერთი ხვეული და ორი ვარსკვლავი. ღილკილო – საყელოზე განთავსებული ორი ვარსკვლავი, სტილიზებული ორნამენტი.

3. პოლიციის გენერალ-პოლკოვნიკი

სამხრე – შავი ფერის სამხრე (მანჟეტი), ოქროსფერი კანტებით,  სტილიზებული ორნამენტი, სამი ვარსკვლავი. შევრონი – სამკლავ ური ოქროსფერი ერთი ხვეული და სამი ვარსკვლავი. ღილკილო – საყელოზე განთავსებული სამი ვარსკვლავი, სტილიზებული ორნამენტი.

4. პოლიციის მაიორი

სამხრე – შავი ფერის სამხრე (მანჟეტი), ოქროსფერი სტილიზებული ორნამენტი, ერთი ვარსკვლავი. შევრონი – სამკლავ ური ოქროსფერი ერთი ხვეული. ღილკილო – საყელოზე განთავსებული ერთი ვარსკვლავი (მცირე), სტილიზებული ორნამენტი.

5. პოლიციის ვიცე-პოლკოვნიკი

სამხრე – შავი ფერის სამხრე (მანჟეტი), ოქროსფერი სტილიზებული ორნამენტი, ორი ვარსკვლავი (მცირე). შევრონი – სამკლავ ური ოქროსფერი ერთი ხვეული, ერთი ხაზი. ღილკილო – საყელოზე განთავსებული ორი ვარსკვლავი (მცირე), სტილიზებული ორნამენტი.

6. პოლიციის პოლკოვნიკი

სამხრე – შავი ფერის სამხრე (მანჟეტი), ოქროსფერი სტილიზებული ორნამენტი, სამი ვარსკვლავი (მცირე). შევრონი – სამკლავ ური ოქროსფერი ერთი ხვეული, ორი ხაზი. ღილკილო – საყელოზე განთავსებული სამი ვარსკვლავი (მცირე), სტილიზებული ორნამენტი.

7. პოლიციის უმცროსი ლეიტენანტი

სამხრე – შავი ფერის სამხრე (მანჟეტი), ოქროსფერი ერთი ვარსკვლავი (მცირე). შევრონი – სამკლავ ური ოქროსფერი ერთი ხაზი. ღილკილო – საყელოზე განთავსებული ერთი ვარსკვლავი (მცირე).

8. პოლიციის ლეიტენანტი

სამხრე – შავი ფერის სამხრე (მანჟეტი), ოქროსფერი ორი ვარსკვლავი (მცირე). შევრონი – სამკლავ ური ოქროსფერი ორი ხაზი. ღილკილო – საყელოზე განთავსებული ორი ვარსკვლავი (მცირე).

9. პოლიციის უფროსი ლეიტენანტი

სამხრე – შავი ფერის სამხრე (მანჟეტი), ოქროსფერი სამი ვარსკვლავი (მცირე). შევრონი – სამკლავ ური ოქროსფერი სამი ხაზი. ღილკილო – საყელოზე განთავსებული სამი ვარსკვლავი (მცირე).

10. პოლიციის კაპიტანი

სამხრე – შავი ფერის სამხრე (მანჟეტი), ოქროსფერი ოთხი ვარსკვლავი (მცირე). შევრონი – სამკლავ ური ოქროსფერი ოთხი ხაზი. ღილკილო – საყელოზე განთავსებული ოთხი ვარსკვლავი (მცირე).

11. პოლიციის რიგითი

სამხრე – შავი ფერის სამხრე (მანჟეტი). შევრონი – სამკლავ ური შავი ფერის,   ხაზის გარეშე. ღილკილო – პლანშეტზე მოცემულ საყელოზე  განთავსებული შავი ფერის მანჟეტი წარმოადგენს  წოდების აღმნიშვნელს.

12. პოლიციის უმცროსი სერჟანტი

სამხრე – შავი ფერის სამხრე (მანჟეტი), ერთი ოქროსფერი ზოლი (მცირე). შევრონი – სამკლავ ური ერთი ოქროსფერი ჰორიზონტალური ხაზი. ღილკილო – საყელოზე განთავსებული ერთი ოქროსფერი ჰორიზონტალური ხაზი.

13. პოლიციის სერჟანტი

სამხრე – შავი ფერის სამხრე (მანჟეტი), ორი ოქროსფერი ზოლი (მცირე). შევრონი – სამკლა ვ ური ორი ოქროსფერი ჰორიზონტალური ხაზი. ღილკილო – საყელოზე განთავსებული ორი ოქროსფერი ჰორიზონტალური ხაზი.

14. პოლიციის უფროსი სერჟანტი

სამხრე – შავი ფერის სამხრე (მანჟეტი), სამი ოქროსფერი ზოლი (მცირე). შევრონი – სამკლა ვ ური სამი ოქროსფერი ჰორიზონტალური ხაზი. ღილკილო – საყელოზე განთავსებული სამი ოქროსფერი ჰორიზონტალური ხაზი.

15. პოლიციის ზემდეგი

სამხრე – შავი ფერის სამხრე (მანჟეტი), ოთხი ოქროსფერი ფართო ზოლი (მცირე). შევრონი – სამკლა ვ ური ოთხი ოქროსფერი ფართო ჰორიზონტალური ხაზი. ღილკილო – საყელოზე განთავსებული ერთი ოქროსფერი ფართო ჰორიზონტალური ხაზი.

 

 

 

 

 

 

 

 

 

კრებსითი — სრული ვერსია