საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის
ბრძანება №84/ნ
2010 წლის 3 სექტემბერი
ქ. თბილისი
საჯარო სკოლებში სასწავლო წლის დასრულებისა და არდადეგების დაწყებისა და დასრულების თარიღების განსაზღვრის შესახებ
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 17 მარტის ბრძანება №38/ნ - ვებგვერდი, 24.03.2011წ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2017 წლის 31 მაისის ბრძანება №81/ნ - ვებგვერდი, 01.06.2017წ.
„ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის პირველი პუნქტის „ც“ ქვეპუნქტისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის საფუძველზე, ვბრძანებ:
5. საგაზაფხულო არდადეგები განისაზღვროს 8 მარტიდან 15 მარტამდე.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2016 წლის 30 დეკემბრის ბრძანება №176/ნ - ვებგვერდი, 30.12.2016წ.
51) ზაფხულის არდადეგები განისაზღვროს ამ ბრძანების პირველი/მე-2 პუნქტით გათვალისწინებული სასწავლო წლის დასრულების მომდევნო დღიდან „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 71 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული სასწავლო წლის დაწყების დღემდე.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2016 წლის 30 დეკემბრის ბრძანება №176/ნ - ვებგვერდი, 30.12.2016წ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2017 წლის 31 მაისის ბრძანება №81/ნ - ვებგვერდი, 01.06.2017წ.
52) სასწავლო წლის ნებისმიერ დროს მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით, შეიძლება განისაზღვროს ამ ბრძანების მე-4, მე-5 და 51 პუნქტებით განსაზღვრული არდადეგებისგან განსხვავებული არდადეგები.
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 10 ოქტომბრის ბრძანება №210/ნ - ვებგვერდი, 11.10.2019წ.
53. ამ ბრძანების მე-5 პუნქტით გათვალისწინებული საგაზაფხულო არდადეგები 2019-2020 სასწავლო წლისთვის განისაზღვროს 2020 წლის 2 მარტიდან 2020 წლის 1 აპრილამდე.
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2020 წლის 2 მარტის ბრძანება № 28/ნ - ვებგვერდი, 02.03.2020წ.
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2020 წლის 11 მარტის ბრძანება № 29/ნ - ვებგვერდი, 12.03.2020
6. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით შეიძლება განისაზღვროს ამ ბრძანების პირველი, მე-3, მე-4, მე-5 და 51 პუნქტებით დადგენილისაგან განსხვავებული სასწავლო წლის დასრულებისა და არდადეგების თარიღები შემდეგ შემთხვევებში:
ა) „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, საჯარო სკოლაში პილოტირების განხორციელებისას;
ბ) საჯარო სკოლაში ფორსმაჟორული გარემოებების არსებობისას (სტიქიური მოვლენები, მასობრივი არეულობები, ეპიდემიურად არაკეთილსაიმედო პერიოდი და სხვა), აგრეთვე, საჯარო სკოლის შენობის სარეაბილიტაციო სამუშაოების დაგეგმილ ვადებში შეუსრულებლობისას ან გადაუდებელი სარეაბილიტაციო სამუშაოების შესრულებისას;
გ) აუცილებელი საზოგადოებრივი და სახელმწიფოებრივი ინტერესების არსებობისა
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 17 მარტის ბრძანება №38/ნ - ვებგვერდი, 24.03.2011 წ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 29 ივლისის ბრძანება №102/ნ - ვებგვერდი, 30.07.2013წ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2014 წლის 15 ივლისის ბრძანება №88/ნ - ვებგვერდი, 15 . 0 .2014წ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2017 წლის 31 მაისის ბრძანება №81/ნ - ვებგვერდი, 01.06.2017წ.
61. ამ ბრძანების პირველი, მე-3, მე-4, მე-5 და 51 პუნქტებით დადგენილი ვადები არ ვრცელდება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად აკრედიტებული საგანმანათლებლო პროგრამების მქონე საჯარო სკოლებზე.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 17 მარტის ბრძანება №38/ნ - ვებგვერდი, 24.03.2011 წ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2014 წლის 15 ივლისის ბრძანება №88/ნ - ვებგვერდი, 15 0 . 0 7.2014წ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2017 წლის 31 მაისის ბრძანება №81/ნ - ვებგვერდი, 01.06.2017წ.
7. ძალადაკარგულად იქნეს ცნობილი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 5 სექტემბრის №759 ბრძანება ,,საქართველოს საჯარო სკოლებში სასწავლო წლის დაწყებისა და დამთავრების, სასწავლო დღეებისა და არდადეგების მინიმალური და მაქსიმალური ხანგრძლივობის, არდადეგების დროის განსაზღვრის შესახებ”.
8. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
დ. შაშკინი