„სამორინეს, ტოტალიზატორის, სათამაშო აპარატების სალონის, ლოტოს, ბინგოს, წამახალისებელი გათამაშების მოწყობის სანებართვო მოწმობის ფორმების დამტკიცების შესახებ” საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 17 მაისის №402 ბრძანებაში დამატების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მინისტრის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
709
მიმღები ორგანო
საქართველოს ფინანსთა მინისტრი
მიღების თარიღი
2010-09-08
გამოქვეყნების თარიღი
2010-09-09
სარეგისტრაციო კოდი
040170310.22.033.015143
„სამორინეს, ტოტალიზატორის, სათამაშო აპარატების სალონის, ლოტოს, ბინგოს, წამახალისებელი გათამაშების მოწყობის სანებართვო მოწმობის ფორმების დამტკიცების შესახებ” საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 17 მაისის №402 ბრძანებაში დამატების შეტანის თაობაზე

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 040.170.310.22.033.015.143

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №709

2010 წლის 8 სექტემბერი

ქ. თბილისი

„სამორინეს, ტოტალიზატორის, სათამაშო აპარატების სალონის, ლოტოს, ბინგოს, წამახალისებელი გათამაშების მოწყობის სანებართვო მოწმობის ფორმების დამტკიცების შესახებ” საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 17 მაისის №402 ბრძანებაში დამატების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

1. „სამორინეს, ტოტალიზატორის, სათამაშო აპარატების სალონის, ლოტოს, ბინგოს, წამახალისებელი გათამაშების მოწყობის სანებართვო მოწმობის ფორმების დამტკიცების შესახებ” საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 17 მაისის №402 ბრძანებას (სსმ III, 18.05.2010, №55, მუხ. 855) დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი:

„11 . ამ ბრძანებით დამტკიცებული სამორინეს, ტოტალიზატორის, სათამაშო აპარატების სალონის, ლოტოს, ბინგოს, წამახალისებელი გათამაშების მოწყობის სანებართვო მოწმობები (ნებართვები) შესაძლებელია გაიცეს როგორც წერილობითი (რომელიც წარმოადგენს მკაცრი აღრიცხვის ფორმას), ისე ელექტრონული ფორმით, რომლებსაც აქვთ თანაბარი იურიდიული ძალა.“.

2.  ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

კ. ბაინდურაშვილი

                              

 

კრებსითი — სრული ვერსია