„სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საფასურების ოდენობისა და გადახდის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 30 ივლისის №144 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მინისტრის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
165
მიმღები ორგანო
საქართველოს იუსტიციის მინისტრი
მიღების თარიღი
2010-09-09
გამოქვეყნების თარიღი
2010-09-09
სარეგისტრაციო კოდი
070030000.22.027.015147
„სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საფასურების ოდენობისა და გადახდის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 30 ივლისის №144 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 070.030.000.22.027.015.147

საქართველოს იუსტიციის მინისტრის

ბრძანება №165

2010 წლის 9 სექტემბერი

ქ. თბილისი

„სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საფასურების ოდენობისა და გადახდის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის  30 ივლისის №144 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1. „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საფასურების ოდენობისა და გადახდის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 30 ივლისის #144 ბრძანებით (სსმ III, 30.07.2010წ., №93, მუხ.1374) დამტკიცებული წესის მე-7 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:  

     „მუხლი 7

იმ კატეგორიის საქმეებზე, რომლებიც „საღსრულებო წარმოებათა შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2008 წლის 30 სექტემბრის №221 ბრძანების 154 მუხლის თანახმად, აღსასრულებლად მიიღო აღსრულების ეროვნულმა ბიურომ, აღსრულების საფასური განისაზღვრება კრედიტორსა და კერძო აღმასრულებელს შორის დადებული ხელშეკრულებით „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 38-ე მუხლით დადგენილი აღსრულების საფასურის ზღვრული ოდენობის ფარგლებში დადგენილი საზღაურის ოდენობის შესაბამისად. კერძო აღმასრულებლისათვის საზღაურის სახით წინასწარ გადახდილი თანხა კრედიტორს დაუბრუნდება ამოღებული თანხის (მოთხოვნის) პროპორციულად.“.

მუხლი 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ზ.ადეიშვილი

 

კრებსითი — სრული ვერსია