საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №324
2008 წლის 27 ივნისი
ქ. თბილისი
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო კრიმინალისტიკური სამსახურის მოსამსახურეთა ფორმის ტანსაცმლისა და ატრიბუტიკის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 27 სექტემბრის №569 ბრძანებულების ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე
1. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო კრიმინალისტიკური სამსახურის მოსამსახურეთა ფორმის ტანსაცმლისა და ატრიბუტიკის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 27 სექტემბრის №569 ბრძანებულება.
2. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
მ. სააკაშვილი