ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების სასყიდლიან სარგებლობაში გადაცემისას საწყისი წლიური ქირის ოდენობის განსაზღვრის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
14
მიმღები ორგანო
ქობულეთის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი
2010-09-24
გამოქვეყნების თარიღი
2010-11-25
სარეგისტრაციო კოდი
040090000.35.131.016004
ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების სასყიდლიან სარგებლობაში გადაცემისას საწყისი წლიური ქირის ოდენობის განსაზღვრის შესახებ

ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №14

2010 წლის 24 სექტემბერი

ქ. ქობულეთი

ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების სასყიდლიან სარგებლობაში გადაცემისას საწყისი წლიური ქირის ოდენობის განსაზღვრის შესახებ

,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ქ” ქვეპუნქტისა და საქართველოს კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ” 25-ე მუხლის შესაბამისად, ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:

1. ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების (გარდა მოძრავი ნივთებისა) სასყიდლიან სარგებლობაში გადაცემისას საწყისი წლიური ქირის ოდენობა ქალაქ ქობულეთის ტერიტორიაზე განისაზღვროს შემდეგი ოდენობით:

ა) არასასოფლო- სამეურნეო დანიშნულების მიწაზე:

ა.ა) ცენტრალურ ზონაში 1 კვ. მ-ზე – 3 ლარი;

ა.ბ) შუალედურ ზონაში 1 კვ. მ-ზე – 1.5 ლარი;

ა.გ) პერიფერიულ ზონაში 1 კვ.მ-ზე –1,0 ლარი;

ბ.ა) ცენტრალურ ზონაში – ნივთის ნარჩენი საბალანსო ღირებულების 5 %;

ბ.ბ) შუალედურ ზონაში – ნივთის ნარჩენი საბალანსო ღირებულების 2,5 %;

ბ.გ) პერიფერიულ ზონაში – ნივთის ნარჩენი საბალანსო ღირებულების 2,0 %.

2. ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების (გარდა მოძრავი ნივთებისა) სასყიდლიან სარგებლობაში გადაცემისას საწყისი წლიური ქირის ოდენობა ქობულეთის მუნიციპალიტეტის დაბებში განისაზღვროს შემდეგი ოდენობით:

ა) არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 1 კვ. მ. მიწაზე – 1 ლარი;

ბ) სხვა უძრავ ნივთებზე – ნივთის ნარჩენი საბალანსო ღირებულების 2,5 %.

3. ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების (გარდა მოძრავი ნივთებისა) სასყიდლიან სარგებლობაში გადაცემისას საწყისი წლიური ქირის ოდენობა ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში განისაზღვროს შემდეგი ოდენობით:

ა) არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 1 კვ. მ. მიწაზე – 0.70 ლარი;

ბ) სხვა უძრავ ნივთებზე – ნივთის ნარჩენი საბალანსო ღირებულების 2,0%.

4. ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების (გარდა მოძრავი ნივთებისა) სასყიდლიან სარგებლობაში გადაცემისას საწყისი წლიური ქირის ოდენობა ქობულეთის მუნიციპალიტეტის დასახლებათა შორის არეალებში განისაზღვროს შემდეგი ოდენობით:

ა) არასასოფლო- სამეურნეო დანიშნულების 1 კვ. მ. მიწაზე – 0.30 ლარი;

ბ) სხვა უძრავ ნივთებზე – ნივთის ნარჩენი საბალანსო ღირებულების 2.0 %.

5. ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული მოძრავი ნივთების სასყიდლიან სარგებლობაში გადაცემისას საწყისი წლიური ქირის ოდენობა განისაზღვროს ნივთის ნარჩენი საბალანსო ღირებულების 5% -ის ოდენობით.

6. ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების სარგებლობაში გადასაცემი საწყისი წლიური ქირა განისაზღვროს დანართის შესაბამისად (დანართი №1).

7. ძალადაკარგულად გამოცხადდეს ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2008 წლის 11 ივლისის დადგენილება №9-1.

8. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარე   ნ. ბერაძე

შეტანილი ცვლილებები:

1. ძალადაკარგულია - ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 25 ნოემბრის დადგენილება №21-სსმV, №62, 10.12.2010წ.,მუხ.1880

 

 

 

 

დანართი №-1

 

ქ. ქობულეთის ზონების აღწერა

არსასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთებზე

სხვა უძრავ ქონებაზე

(ნივთი)

 

ცენტრალური ზონა

 

ზ. ჟვანიას სახელობის ხიდიდან დ.აღმაშენებლის გამზირის ღერძულა ხაზის დასავლეთი მხარე მდინარე აჭყვას შესართავამდე, მეგობრობის ქუჩის ღერძულა ხაზის დასავლეთი მხარე მდინარე კინტრიშის შესართავამდე, მდ. კინტრიშიდან მ.აბაშიძის ქუჩის დასავლეთი მხარე

3.0

5.0%

შუალედური ზონა

 

მდ. ჩოლოქის, ოჩხამურის, სმეკალოვკის არხის, თავისუფლების ქუჩა რკინიგზის გადასასვლელამდე, რკინიგზის ხაზიდან მდ.კინტრიშის ხიდის დასავლეთი მხარე ცენტრალურ ზონამდე

1.5

2.5%

პერიფერიული ზონა

 

ქ. ქობულეთის ადმინისტრაციულ საზღვრებში მოქცეული სხვა დანარჩენი ტერიტორია; (ე.წ. ემტეესის, გელაურის, ჩოლოქის და სხვა დასახლებული ტერიტორიები)

1.0

2.0%

 

 

 

 

 

 

               

 

      

 

 

 

 

      

 

 

                  

 

 

 

 

 

 

 

კრებსითი — სრული ვერსია