დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის თანამდებობის პირების, სხვა მოხელეების, საჯარო მოსამსახურეებისა და დამხმარე მოსამსახურეების თანამდებობრივი სარგოების განსაზღვრის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
30
მიმღები ორგანო
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი
2010-09-30
გამოქვეყნების თარიღი
2012-02-28
სარეგისტრაციო კოდი
190040000.35.169.016001
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის თანამდებობის პირების, სხვა მოხელეების, საჯარო მოსამსახურეებისა და დამხმარე მოსამსახურეების თანამდებობრივი სარგოების განსაზღვრის თაობაზე

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №30

2010 წლის 30 სექტემბერი

ქ. დედოფლისწყარო

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის თანამდებობის პირების, სხვა მოხელეების, საჯარო მოსამსახურეებისა და დამხმარე მოსამსახურეების თანამდებობრივი სარგოების განსაზღვრის თაობაზე

„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „ი“ ქვეპუნქტის, „ავტონომიური რესპუბლიკების ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საჯარო მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურების მოწესრიგების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 29 აგვისტოს №726 ბრძანებულების შესაბამისად, საკრებულომ დაადგინა:

1. განისაზღვროს „დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის თანამდებობის პირების, სხვა მოხელეების, საჯარო მოსამსახურეების თანამდებობრივი სარგოები (გარდა დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობის სახანძრო დაცვისა და სამაშველო სამსახურის საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოებისა) დანართი 1-ის შესაბამისად   ( დანართი 1 თან ერთვის).

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 30 სექტემბრის დადგენილება №27 - ვებგვერდი, 11.10.2011 წ.

2. განისაზღვროს დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და გამგეობის დამხმარე მოსამსახურეების თანამდებობრივი სარგოები დანართი 2-ის შესაბამისად (დანართი 2 –1 ფურცელი დადგენილებას თან ერთვის);

3. დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე;

4. დადგენილების გასაჩივრება შეიძლება დედოფლისწყაროს რაიონულ სასამართლოში (ქ. დედოფლისწყარო, კიკვიძის ქ.№2) უშუალო ზიანის მიყენებიდან სამი თვის ვადაში.

საკრებულოს თავმჯდომარე ლ. ბაღაშვილი

შეტანილი ცვლილებები:

1. დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 30 სექტემბრის დადგენილება №27 - ვებგვერდი, 11.10.2011 წ.

2. ძალადაკარგულია - დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 28 თებერვლის დადგენილება №13 - ვებგვერდი, 06.03.2012 წ.

დანართი 1

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის თანამდებობის პირების, სხვა მოხელეების, საჯარო მოსამსახურეების თანამდებობრივი სარგოები

 

№

თანამდებობა

თანამდებობრივი სარგო

(ლარობით)

1

საკრებულოს თავმჯდომარე

2360

2

გამგებელი

2360

3

საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე

1100

4

გამგებლის მოადგილე

900

5

სამსახურის უფროსი, საკრებულოს აპარატის უფროსი

700

6

საკრებულოს კომისიის თავმჯდომარე, ფრაქციის თავმჯდომარე

650

7

გამგეობის სამსახურის განყოფილების უფროსი,

საკრებულოს აპარატის განყოფილების უფროსი

500

8

გამგებლის თანაშემწე, სხვა უფროსი საჯარო თანამდებობის პირი

450

9

გამგეობის ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელი- გამგეობის რწმუნებული

400

10

უმცროსი საჯარო თანამდებობა:

მთავარი სპეციალისტი

სპეციალისტი

გამგეობის ტერიტორიული ორგანოს სპეციალისტი

 

420

410

200

 

 

 

 

 

 

დანართი 2

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და გამგეობის დამხმარე მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოები

1

მძღოლი

400

2

დარაჯი

200

3

დამლაგებელი

180

 

 

კრებსითი — სრული ვერსია