"ხაშურის მუნიციპალიტეტის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ" ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 24 აგვისტოს №28 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
46
მიმღები ორგანო
ხაშურის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი
2010-09-30
გამოქვეყნების თარიღი
2010-10-15
სარეგისტრაციო კოდი
010250020.35.143.016009
"ხაშურის მუნიციპალიტეტის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ" ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 24 აგვისტოს №28 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება № 46

2010 წლის 30 სექტემბერი

ქ. ხაშური

„ხაშურის მუნიციპალიტეტის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 24 აგვისტოს №28 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად,

1. „ხაშურის მუნიციპალიტეტის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 24 აგვისტოს №28 დადგენილებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

ა) დადგენილების სათაურსა და მთლიანად ტექსტში სიტყვები „მუნიციპალიტეტის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახური“ შეიცვალოს სიტყვებით „მუნიციპალიტეტის გამგეობის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახური“.

ბ) დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-2 მუხლის მე-3 პუნქტი ამოღებულ იქნეს.

2. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარე დ. ლომიძე

კრებსითი — სრული ვერსია