"ხაშურის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ" ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 24 აგვისტოს №27 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
38
მიმღები ორგანო
ხაშურის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი
2010-09-30
გამოქვეყნების თარიღი
2010-10-15
სარეგისტრაციო კოდი
010250020.35.143.016002
"ხაშურის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ" ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 24 აგვისტოს №27 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება #38

2010 წლის 30 სექტემბერი

ქ. ხაშური

„ხაშურის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 24 აგვისტოს №27 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად,

1. „ხაშურის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 24 აგვისტოს №27 დადგენილებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

ა) დადგენილების სათაურსა და მთლიანად ტექსტში სიტყვები „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული სამსახური“ შეიცვალოს სიტყვებით „მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახური“;

ბ) დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-2 მუხლის მე-4 პუნქტი ამოღებულ იქნეს;

გ) დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლში სიტყვები „მუნიციპალურ მოსამსახურეთა“ შეიცვალოს სიტყვებით „გამგეობის მოსამსახურეთა“.

       2. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარე დ. ლომიძე

 

 

 

კრებსითი — სრული ვერსია