„საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს ორგანული კანონი
დოკუმენტის ნომერი
3621
მიმღები ორგანო
საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი
2010-09-24
გამოქვეყნების თარიღი
2010-09-30
სარეგისტრაციო კოდი
150000000.04.001.016002
„საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ორგანული კანონი

„საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

    მუხლი 1

„საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის (პარლამენტის უწყებანი, №13, 7.06.96, გვ. 12) 21-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) წინადადებით მიმართოს შესაბამის საგამოძიებო ორგანოებს გამოძიების ან/და სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების მოთხოვნით, თუ საქმის განხილვის შედეგად მივა დასკვნამდე, რომ არსებობს დანაშაულის ნიშნები;“.

    მუხლი 2

ეს კანონი ამოქმედდეს 2010 წლის 1 ოქტომბრიდან.

საქართველოს პრეზიდენტი   მ. სააკაშვილი

თბილისი,

2010 წლის 24 სექტემბერი.

№3621–რს

 

კრებსითი — სრული ვერსია