„სადაზღვევო რეზერვების დასაფარად დასაშვები აქტივებისა და მათი სტრუქტურის განსაზღვრის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2010 წლის 31 მარტის №51/01 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
97/01
მიმღები ორგანო
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი
მიღების თარიღი
2010-07-01
გამოქვეყნების თარიღი
2010-07-06
სარეგისტრაციო კოდი
290160000.18.011.014827
„სადაზღვევო რეზერვების დასაფარად დასაშვები აქტივებისა და მათი სტრუქტურის განსაზღვრის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2010 წლის 31 მარტის №51/01 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 290.016.000.18.011.014.827

საქართველოს ეროვნული ბანკის

პრეზიდენტის ბრძანება №97/01

2010 წლის 1 ივლისი

ქ. თბილისი

„სადაზღვევო რეზერვების  დასაფარად დასაშვები აქტივებისა და მათი სტრუქტურის განსაზღვრის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2010 წლის  31 მარტის №51/01 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20  მუხლის  მე-4 პუნქტისა და „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 67-ე მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტების შესაბამისად, ვბრძანებ:

    მუხლი 1

„სადაზღვევო რეზერვების  დასაფარად დასაშვები აქტივებისა და მათი სტრუქტურის განსაზღვრის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2010   წლის 31 მარტის № 51/01 ბრძანებით დამტკიცებულ წესში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

  1. მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „გ“  და „დ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) მზღვეველთან და/ან სქემის დამფუძნებელთან დაკავშირებული იურიდიული პირების მიერ გამოშვებული ფასიანი ქაღალდების, რომლებიც განსაზღვრულია ამ წესის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის  „დ“, „ე“, „ვ“ და „ზ“ ქვეპუნქტებში, თუ მზღვეველის მონაწილეობა დაკავშირებული პირების კაპიტალში ნაკლებია 20%-ზე, ან თუ დაკავშირებული პირების მონაწილეობა მზღვეველის კაპიტალში ნაკლებია  20%-ზე;

დ) მზღვეველთან და/ან სქემის დამფუძნებელთან დაკავშირებულ იურიდიულ პირებზე გაცემული ამ წესის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ი“, „კ“ და „ლ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული სესხების, თუ მზღვეველის მონაწილეობა დაკავშირებული პირების კაპიტალში ნაკლებია 20%-ზე, ან თუ დაკავშირებული პირების მონაწილეობა მზღვეველის კაპიტალში ნაკლებია 20%-ზე;“.

2. მე-5 მუხლის  „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე) საპენსიო რეზერვისთვის – საპენსიო ვალდებულების მთლიანი ოდენობა;“.

    მუხლი 2

ამ ბრძანების დაუყოვნებელი ამოქმედება განპირობებულია მზღვეველის  და არასახელმწიფო საპენსიო სქემის სხვა დამფუძნებლების მიერ საქმიანობის შეუფერხებლად განხორციელების აუცილებლობით.

    მუხლი 3

ეს ბრძანება ამოქმედდეს ხელმოწერისთანავე.

გ. ქადაგიძე

კრებსითი — სრული ვერსია