საქართველოს საფოსტო მარკის ნომინალის, ტირაჟის და მიმოქცევაში გაშვების შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მინისტრის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
1-1/1444
მიმღები ორგანო
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი
მიღების თარიღი
2010-08-31
გამოქვეყნების თარიღი
2010-08-31
სარეგისტრაციო კოდი
320110000.22.024.015116
საქართველოს საფოსტო მარკის ნომინალის, ტირაჟის და მიმოქცევაში გაშვების შესახებ

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 320.110.000.22.024.015.116

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის

ბრძანება №1-1/1444

2010 წლის 31 აგვისტო

ქ. თბილისი

საქართველოს საფოსტო მარკის ნომინალის, ტირაჟის და მიმოქცევაში გაშვების შესახებ

საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 9 ივნისის №351 ბრძანებულების „საქართველოს საფოსტო საგადახდო ნიშნების შესახებ დებულების“ პირველი მუხლის მე-2 პუნქტის, მეოთხე მუხლის მე-2 პუნქტის და მეხუთე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

1. 2010 წლის 9 სექტემბრიდან მიმოქცევაში გაშვებულ იქნეს 1992 წელს გამოცემულ საფოსტო მარკაზე „ლ გუდიაშვილი. სამი ქალი“ წანაბეჭდიანი საფოსტო მარკა „ლ გუდიაშვილი. სამი ქალი“, „2010, 1.0 ლარი/GEL, საქართველო, GEORGIA“, ტირაჟით 40 000 ცალი და ნომინალით 1.0 ლარი/GEL.

მარკა №6 ბ

 

 

2. ბრძანება ძალაში შედის გამოქვეყნებისთანავე.

ვ. ქობალია

 

კრებსითი — სრული ვერსია