„გამოუსადეგარ (ზღვრულ) მდგომარეობამდე მიყვანილი ან დაკარგული შეიარაღებისა და ტექნიკის, სამხედრო-ტექნიკური და საბრძოლო მასალების ნომენკლატურაში შემავალი და სხვა ქონების ჩამოწერისა და აღრიცხვიდან მოხსნის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 21 მარტის №197 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
დოკუმენტის ნომერი
231
მიმღები ორგანო
საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი
2008-05-08
გამოქვეყნების თარიღი
2008-05-08
სარეგისტრაციო კოდი
120.340.000.08.002.004
„გამოუსადეგარ (ზღვრულ) მდგომარეობამდე მიყვანილი ან დაკარგული შეიარაღებისა და ტექნიკის, სამხედრო-ტექნიკური და საბრძოლო მასალების ნომენკლატურაში შემავალი და სხვა ქონების ჩამოწერისა და აღრიცხვიდან მოხსნის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 21 მარტის №197 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №231

2008 წლის 8 მაისი

ქ. თბილისი

„გამოუსადეგარ (ზღვრულ) მდგომარეობამდე მიყვანილი ან დაკარგული შეიარაღებისა და ტექნიკის, სამხედრო-ტექნიკური და საბრძოლო მასალების ნომენკლატურაში შემავალი და სხვა ქონების ჩამოწერისა და აღრიცხვიდან მოხსნის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 21 მარტის №197 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, „გამოუსადეგარ (ზღვრულ) მდგომარეობამდე მიყვანილი ან დაკარგული შეიარაღებისა და ტექნიკის, სამხედრო-ტექნიკური და საბრძოლო მასალების ნომენკლატურაში შემავალი და სხვა ქონების ჩამოწერისა და აღრიცხვიდან მოხსნის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 21 მარტის №197 ბრძანებულებით (სსმ III, 2007 წ., №42, მუხლი 478) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და დებულების 34-ე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,34. „სამინისტროსა და შესაბამისი დაწესებულებისათვის“ გამოუსადეგარი და ჩამოწერილი მატერიალური საშუალებები, ან მათი დაშლის შემდეგ მიღებული გამოყენებისათვის ვარგისი დეტალები, აგრეგატები, კვანძები და სხვა ქონება შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს სარემონტო ფონდად, სასწავლო თვალსაჩინოებად, ან გადაეცეს:

ა) სარეალიზაციოდ (საუტილიზაციოდ) საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 9 ივლისის №273 ბრძანებულებით განსაზღვრულ შესაბამის ორგანიზაციებს და/ან იმ კომპანიებს (მათ შორის საერთაშორისო ორგანიზაციებს), რომლებსაც თავდაცვის სამინისტროს სამხედრო-ტექნიკურ საკითხთა მუდმივმოქმედი კომისიის რეკომენდაციისა და პრეზიდენტის შესაბამისი ბრძანებულებით მიენიჭებათ უფლებამოსილება;

ბ) შესაბამის სადაზღვევო კომპანიებს „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მოძრავი ნივთის საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული ფორმებით სარგებლობის უფლებით მართვის (გადაცემის) წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 3 დეკემბრის №218 დადგენილებით დამტკიცებული დებულების 71 მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებში და მიზნით.“.

2. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

მ. სააკაშვილი

კრებსითი — სრული ვერსია