,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ეროვნული მუზეუმის რეორგანიზაციის შესახებ“

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
დოკუმენტის ნომერი
221
მიმღები ორგანო
საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი
2008-04-30
გამოქვეყნების თარიღი
2008-05-02
სარეგისტრაციო კოდი
040.030.000.08.002.004
,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ეროვნული მუზეუმის რეორგანიზაციის შესახებ“

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №221

2008 წლის 30 აპრილი

ქ. თბილისი

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ეროვნული მუზეუმის რეორგანიზაციის შესახებ

1. რეორგანიზებულ იქნეს „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ეროვნული მუზეუმის შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 30 დეკემბრის №626 ბრძანებულებით შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს ეროვნული მუზეუმი (შემდეგში – ეროვნული მუზეუმი) მასთან გურჯაანის მხარეთმცოდ-ნეობის მუზეუმის მიერთების გზით.

2. საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტრომ (ნ. ვაჩეიშვილი) ეროვნული მუზეუმის რეორგანიზაციასთან დაკავშირებით უზრუნველყოს ეროვნული მუზეუმის დებულებაში შესაბამისი ცვლილებების შეტანა და კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ღონისძიებების განხორციელება.

3. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ (ე. შარაშიძე) უზრუნველყოს გურჯაანის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის ბალანსზე რიცხული ქონების ეროვნული მუზეუმისათვის გადაცემა კანონმდებლობით დადგენილი წესით.

4. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

მ. სააკაშვილი

კრებსითი — სრული ვერსია