„საქართველოს სამხედრო ძალების საჯარისო სადისციპლინო წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 10 თებერვლის №111 ბრძანებულებაში დამატების შეტანის თაობაზე“

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
დოკუმენტის ნომერი
220
მიმღები ორგანო
საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი
2008-04-30
გამოქვეყნების თარიღი
2008-05-02
სარეგისტრაციო კოდი
120.090.000.08.002.004
„საქართველოს სამხედრო ძალების საჯარისო სადისციპლინო წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 10 თებერვლის №111 ბრძანებულებაში დამატების შეტანის თაობაზე“

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №220

2008 წლის 30 აპრილი

ქ. თბილისი

„საქართველოს სამხედრო ძალების საჯარისო სადისციპლინო წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 10 თებერვლის  №111 ბრძანებულებაში დამატების შეტანის თაობაზე

1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, „საქართველოს სამხედრო ძალების საჯარისო სადისციპლინო წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 10 თებერვლის №111 ბრძანებულებაში (სსმ III, 2006 წ., № 19, მუხ. 223) შეტანილ იქნეს დამატება და ბრძანებულებით დამტკიცებული წესდების 266-ე მუხლს მე-3 პუნქტის შემდეგ დაემატოს 31 პუნქტი:

„31. ამ წესდების 151-153-ე და 191-193-ე მუხლებით გათვალისწინებული დისციპლინური გადაცდომის ჩადენისათვის დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის დაკისრებისას დაკარგული, დაზიანებული თუ სამოქალაქო პირებისათვის გადაცემული ნივთების ღირებულება ანაზღაურდება მათი პირველადი საბალანსო ღირებულების (ნივთებზე დარიცხული ცვეთა მხედველობაში არ მიიღება) და ჩადენილი სამართალდარღვევის შედეგად სამხედრო მოსამსახურის მიერ მიღებული თანხის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) გათვალისწინებით.“.

2. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

მ. სააკაშვილი

 

კრებსითი — სრული ვერსია