,,დავით ბაქრაძისათვის სპეციალური უფლებამოსილების მინიჭების შესახებ“

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
დოკუმენტის ნომერი
209
მიმღები ორგანო
საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი
2008-04-22
გამოქვეყნების თარიღი
2008-04-23
სარეგისტრაციო კოდი
010.340.000.08.002.004
,,დავით ბაქრაძისათვის სპეციალური უფლებამოსილების მინიჭების შესახებ“

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №209

2008 წლის 22 აპრილი

ქ. თბილისი

დავით ბაქრაძისათვის სპეციალური უფლებამოსილების მინიჭების შესახებ

მიენიჭოს დავით ბაქრაძეს სპეციალური უფლებამოსილება, რომ საქართველოს სახელით გამოვიდეს გაეროს უშიშროების საბჭოს სპეციალურ სხდომაზე, აწარმოოს მოლაპარაკებები ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანთან, სახელმწიფო დეპარტამენტისა და უშიშროების საბჭოს წარმომადგენლებთან, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრთან, გამოვიდეს საქართველოს სახელით ბრიუსელში 26+1 ფორმატში ნატოს წევრ ქვეყნებთან დაგეგმილ შეხვედრაზე და აწარმოოს ორმხრივი მოლაპარაკებები ნატოს წევრ ქვეყნებთან, სხვა სახელმწიფოებისა და შესაბამისი საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან საქართველოს ტერიტორიაზე არსებულ კონფლიქტურ რეგიონებთან დაკავშირებულ საკითხებზე და საჭიროების შემთხვევაში ხელი მოაწეროს შესაბამის დოკუმენტებს.

მ. სააკაშვილი

 

კრებსითი — სრული ვერსია