ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ქონების სასყიდლიან სარგებლობაში გადაცემისას, საწყისი წლიური ქირის ოდენობის განსაზღვრის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
34
მიმღები ორგანო
ხონის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი
2010-09-29
გამოქვეყნების თარიღი
2010-11-24
სარეგისტრაციო კოდი
010250020.35.119.016021
ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ქონების სასყიდლიან სარგებლობაში გადაცემისას, საწყისი წლიური ქირის ოდენობის განსაზღვრის შესახებ

ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №34

2010 წლის 29 სექტემბერი

ქ. ხონი

ხონის მუნიციპალიტეტის ქონების სასყიდლიან სარგებლობაში გადაცემის საწყისი წლიური ქირის განსაზღვრის შესახებ

ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 24 ნოემბრის დადგენილება №56 - სსმV, №59,  03.12.2010 წ., მუხ.1801

„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის 43-ე მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტების, „ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების შესახებ „საქართველოს კანონის 195 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

    მუხლი 1

განისაზღვროს ხონის მუნიციპალიტეტის ქონების სასყიდლიან სარგებლობაში გადაცემისას  საწყისი წლიური ქირა შემდეგი ოდენობით:

1. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე – შესაბამის ტერიტორიულ ზონაში მოქმედი მიწის ნორმატიული ფასის 5%.

2. სხვა უძრავ ნივთებზე – ნივთის საბაზრო ღირებულების 5%.

3. მოძრავ ნივთებზე – ნივთის საბაზრო ღირებულების 5%.

ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 24 ნოემბრის დადგენილება №56 - სსმV, №59,  03.12.2010 წ., მუხ.1801

    მუხლი 2 (ამოღებულია)

ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 24 ნოემბრის დადგენილება №56 - სსმV, №59,  03.12.2010 წ., მუხ.1801

    მუხლი 3

ამ დადგენილების 1-ლი მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით გათვალისწინებული ნივთების საბაზრო ღირებულება განისაზღვროს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

    მუხლი 4

დადგენილება ძალაში შევიდეს კანონით დადგენილი წესით, გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარე  გ. გელენიძე

შეტანილი ცვლილებები:

1. ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 24 ნოემბრის დადგენილება №56 - სსმV, №59,  03.12.2010 წ., მუხ.1801

 

კრებსითი — სრული ვერსია